ხელოვნება

“პანორამა თბილისის” პროექტს მერია 7 აპრილს ღია წესით განიხილავს

2 აპრილი, 2014 • • 1194
“პანორამა თბილისის” პროექტს მერია 7 აპრილს ღია წესით განიხილავს

მერია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დედაქალაქში სამშენებლო-საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რაც თბილისის უბნების რეაბილიტაციასა და ახალი მშენებლობების წარმოებას გულისხმობს, თუმცა, მეორე მხრივ, “პანორამა თბილისის“ პროექტის განხორციელება თბილისის ისტორიულ ნაწილში იგეგმება, რომელიც ასევე მოიცავს ბუნებრივად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის ტერიტორიას. 

 

“დედაქალაქის ისტორიული ნაწილის განვითარების ერთ-ერთ უმთავრესი წინაპირობა უნდა იყოს მისი ისტორიულად ჩამოყალიბებული თვითმყოფადი სახის მაქსიმალურად შენარჩუნება”,- აცხადებენ მერიაში. 

 

თბილისის მერიაში “პანორამა თბილისის” ირგვლივ ზოგადი კონცეფციის შესაქმნელად შემოსულია განაცხადი, რაც მოცემულ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებაზე შესაბამისი დავალების გაცემას გულისხმობს.

 

თბილისის მერიის პრესსამსახურის განცხადებით, რადგან ამ საკითხის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, სხდომაზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება. 

 

განხილვაზე დასწრების მსურველები, თბილისის მერიის განცხადებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@tas.ge 2014 წლის 4 აპრილამდე უნდა დარეგისტრირდნენ, “იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი განხილვაში ყველა დაინტერესებული პირის  მონაწილეობა.”

  

თანაინვესტირების ფონდმა” შექმნა პროექტი, რომლის პირობითი სახელწოდება არის “პანორამა თბილისი”. იგი გულისხმობს თავისუფლების მოედანზე, ერეკლე მეორის მოედანზე და სოლოლაკის მაღლობზე სასტუმროების ქსელის აშენებას, რომლებიც ერთმანეთს საბაგიროებითა და დახრილი ლიფტებით დაუკავშირდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი