ახალი ამბები

გია გაჩეჩილაძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს

2 აპრილი, 2014 • • 977
გია გაჩეჩილაძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს

გია გაჩეჩილაძის თქმით, 2012 წელს მის ოჯახში ნიღბიანები შევარდნენ, რა დროსაც სახლში ავტომატი ჩადეს. მერე ნივთმტკიცებად ამოიღეს და მისი სიძე დაიჭირეს:

 

“ეს ხალხი გამოდის და აქ რაღაცებს ყბედობს. ეს ყაჩაღები. ასვე, 2007 წელს “მწვანეთა პარტიის” ოფისს 240 -მა შეიარაღებულა პირმა ალყა შემოარტყა და გამოგვაძევეს ოფისიდან. ამის გამოძიებას მოვითხოვ.  გათახსირებულები ესენი. ეს ყველაფერი არის ხელისუფლების ბრალი, ამათ ასე რომ ალაპარაკებს, ამდენს რომ ბედავენ ესენი. ეს ბანდიტები. უყურე ერთი ამათ. ჩემს ზურგზე გადავიტანეთ თქვენი რეჟიმი გერქვათ, თუ უბედურება. მივმართავ ხელისუფლებას, დაამთავრეთ ეს კონცერტი. მე მოვითხოვ, დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ამის ატანა უკვე შეუძლებელია. “

 

გარდა ამისა, გაჩეჩილაძის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ თბილისის მერის არჩევნებში იყრის კენჭს, ვერ ცერთი მედია ვერ აიძულა ეს ეთქვა:


“ძირითად მედიად რომ თვლიან თავს, ეს მედია გადაიქცა აღვირახსნილი პოლიტტექნოლოგიების რაღაცა, ადამიანების ჭკუის და გონების რეცხვის სისტემად. გამოდიან და ყვებიან “ნაციონალების”კანდიდატი, იმის კანდიდატი. თუ გვინდა დემოკრატია იყოს, მედიაც გავათავისუფლოთ უბედურებისგან და პარალელურად ჩავატაროთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომ დამთავრდეს მაიმუნობა ამ ქვეყანაში.”

 

გაჩეჩილაძის სიტყვით გამოსვლის დროს  ადგილიდან რეპლიკებს ისროდნენ როგორც უმცირესობის, ასევე, ურმავლესობის დეპუტატები.  პარლამენტის სხდომაზე დაწყებული კამათი დარბაზს გარეთ გაგრძელდა, თუმცა მანდატურის სამსახურის ჩარევის შედეგად ინციდენტი მალევე ამოიწურა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი