ახალი ამბები

ყატარის დელეგაციის ბიზნესინტრესები საქართველოში

2 აპრილი, 2014 • • 1072
ყატარის  დელეგაციის ბიზნესინტრესები საქართველოში

ყატარის ბიზნესწრეებს საქართველოში უძრავი ქონება, ტურიზმი და ენერგეტიკა აინტერესებთ. 

 

საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი პერტაიას განცხადებით, ყატარის ბიზნესდელეგაცია საქართველოში 4 დღით არის ჩამოსული:

“ისინი ეკონომიკური პროფილის მინისტრებს შეხვდნენ. დღეს უკვე ბიზნესფორუმია. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან, პირველ რიგში, ხვდებიან ფონდებს, რაც მათთვის ძალიან საინტერესო არის. ისინი არ აპირებენ 100 პროცენტით შემოსვლას და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად უნდათ პროექტების განხორციელება. მეორე ნაწილი, ეს არის ბიზნესმენებთან შეხვედრები. ძალიან აინტერესებთ ადგილობრივი პროექტები, სასტუმროები. აინტერესებთ ასევე საბანკო სფერო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ნაწილში ჩადებული თანხა.”    


ეკონომიკის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოდან ყატარში სასმელი წყლის ექსპორტის  და თბილისში საგამოფენო ცენტრის მშენებლობის საკითხი განიხილეს: 


“საკითხი ეხება მინერალური წყლის ექსპორტს და ამ მიმართულებით დიდი შესაძლებლობები გვაქვს. ასევე სასტუმრო ბიზნესის განვითარებას. მათ აქვთ წინადადებები ამ მიმართულებით. ასევე აინტერესებთ კურორტების განვითარება. ჩვენ განვიხილეთ ყატარის დელეგაციასთან წყალტუბოს და ახტალის შესაძლებლობები. ისინი დაინტერესედნენ და მათ ასევე სურთ თბილისში ააშენონ დიდი საგამოფენო ცენტრი” – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა.     

მასალების გადაბეჭდვის წესი