ახალი ამბები

JP Morgan–ი, რომლის წილსაც ივანიშვილი ფლობს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეურთდა

1 აპრილი, 2014 • • 1007
JP Morgan–ი, რომლის წილსაც ივანიშვილი ფლობს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეურთდა

 

როიტერის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ამერიკულ ბანკს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, რუსეთის საგარეო უწყება კი აღნიშნულ ფაქტს უკანონოს, დაუშვებელსა და აბსურდს უწოდებს. როგორც რუსეთის დიპლომატიური უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ვაშინგტონმა უნდა გაიგოს, რომ ნებისმიერი მტრული ქმედება რუსეთის დიპლომატიური ინსტიტუტების მიმართ არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა, არამედ აუცილებლად იქინიებს გავლენას რუსეთში მოქმედ ამერიკის საელჩოსა და საკონსულოს მუშაობაზე.

 

როიტერის ცნობით, Sogaz–ი რუსეთის ბანკის შვილობილი კომპანიაა, რომელსაც გასულ თვეში თეთრმა სახლმა უკრაინის კრიზისის გამო სანქციები დაუწესა.

 

2013 წლის მონაცემებით, საქართველოს ექს–პრემიერი ბიძინა ივანიშვილი JP Morgan Chase & Co-ში (მისივე დეკლარაციის მიხედვით) 425 600 აშშ დოლარის ღირებულების აქციების მფლობელია. 2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ  ეს ამერიკული ბანკი საქართველოს სუვერენული ფონდის პარტნიორი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი