ახალი ამბები

TV MR–ის წინააღმდეგ შემოსავლების სამსახურის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

3 აპრილი, 2014 • • 2152
TV MR–ის წინააღმდეგ შემოსავლების სამსახურის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

TV MR Georgias-ს ადვოკატი ქეთევან ქვარცხავა აცხადებს, სარჩელი უსაფუძვლო იყო:

 

“სასამართლომ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლებოდა სასამართლოს ამ თემაზე მიეღო. არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ ფიზიკურ პირს დავალებოდა იურიდიული პირის დოკუმენტის წარდგენა ნებისმიერი მესამე პირისთვის”, – განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა.

ქეთევან ქვარცხავა
ქეთევან ქვარცხავა

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, გასაჩივრდება თუ არა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

TV MR Georgia-ს დირექტორის განცხადებით, შემოსავლების სამსახური სხვა დოკუმენტაციასთან ერთად იმ პირების სრულ სიას ითხოვდა, ვისაც სახლში ფიფლმეტრები აქვს დაყენებული. შემოსავლების სამსახურში კი ამ ინფორმაციას უარყოფდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი