ახალი ამბები

ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

1 აპრილი, 2014 • 1100
ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

მეზღვაურებს არც საკვები პროდუქტებით ამარაგებენ, თუმცა ამბობენ, რომ რამდენიმე დღის სამყოფი მაკარონი შემორჩათ. ასევე, ასაღები აქვთ ოთხი თვის გასამრჯელოც.


ერთ-ერთი მეზღვაურის, მერაბ ჯიბლაძის ინფორმაციით, გემი ამორტიზებულია და ძლიერი შტორმის დროს თურქეთის ქალაქ ისკენდერუნთან, ნაპირიდან შორსაა გარიყული.

 

გემზე მყოფი ბათუმელი მეზღვაურის, მერაბ ჯიბლაძის ინფორმაციით, ისინი გემზე სამუშაოდ გასული წლის 17 დეკემბერს მივიდნენ. თუმცა მეორე დღესვე გემი მფლობელმა და კაპიტანმა სხვა ეკიპაჟის წევრებთან ერთად მიატოვეს. მას შემდეგ კი ეკიპაჟის შევსებას და სამუშაოდ წასვლას ელოდებიან.

 

ბათუმელმა მეზღვაურებმა ინფორმაცია მათი მდგომარეობის შესახებ თურქეთში საქართველოს საელჩოს რამდენიმე დღის წინა აცნობეს, თუმცა ამბობენ, რომ ამ დრომდე  საელჩო მათ არ შეხმიანებია.

 

„მოვიდა კონტრაქტები, მოვაწერეთ ხელი და წამოვედით გემზე. გვითხრეს, რომ ერთ კვირაში შეივსებოდა ეკიპაჟი და დავიწყებდით მუშაობას. ყოველდღე გვირეკავდა გემთმფლობელი, რომ დღეს მოიყვანდა ხალხს, ხვალ მოიყვანდა და ა.შ. ბოლოს დაგვირეკა, რომ გავკოტრდი, ფულს ვერ ვიხდიო და წადით სახლშიო,” – ამბობს „ბათუმელებთან” მეზღვაური მერაბ ჯიბლაძე.

 

საზღვაო ტრასნპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე კი ქართველი მეზღვაურების შესახებ ინფორმაციას ფლობს და განცხადებას დღის მეორე  ნახევარში გააკეთებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი