ახალი ამბები

ომბუდსმენი: ნარკოტიკების სავარაუდო მოხმარებაზე პირებს თვითნებურად აკავებენ

31 მარტი, 2014 • • 1072
ომბუდსმენი: ნარკოტიკების სავარაუდო მოხმარებაზე პირებს თვითნებურად აკავებენ

“მაგალითისათვის, სამეგრელო – ზემო სვანეთის ზუგდიდის სამმართველოს მიერ, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, ნარკოტიკული ნივთიერებების სავარაუდო მოხმარებისთვის დაკავებულ იქნა 1600-მდე პირი და მათგან მხოლოდ 130-მდე პირს დაუდგინდა სამართალდარღვევის ჩადენა. აღნიშნული მაჩვენებელი საგანგაშოა, რადგანაც, ფაქტობრივად, დაკავებულ პირთა 90 პროცენტზე მეტს არ დაუდგინდა სამართალდარღვევის ჩადენა და აჩენს სერიოზულ ეჭვებს, რომ პოლიცია პირთა დაკავებისას მოქმედებს არა საფუძვლიანი ეჭვის კრიტერიუმის გამოყენებით, არამედ თვითნებურად”, – ნათქვამია ანგარიშში. აქვე აღნიშნულია, რომ მონიტორინგის დროს გამოკითხული სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ადამიანებს პროფილაქტიკის მიზნით ამოწმებენ:


“აღნიშნული ქმედებით მკვიდრდება მოსაზრება, რომ შესაძლოა ყველა დაექვემდებაროს მსგავს დაკავებას და შემოწმებას, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა კონკრეტული პირის მიმართ საფუძვლიანი ეჭვის შექმნის საფუძვლები”, – აღნიშნულია ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი