ახალი ამბები

დავით უსუფაშვილი ნატოს სამიტისგან საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას ელის

31 მარტი, 2014 • • 919
დავით უსუფაშვილი ნატოს სამიტისგან საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას ელის

 

“აშშ–ის პრეზიდენტის ის განცხადება ჩემთვისაც და ყველა პოლიტიკოსისთვისაც გაკვეთილი იყო, თუ რამდენად ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ჟურნალისტებთან გვაქვს საქმე და პრესკონფერენციებზე საკუთარ მოსაზრებებს გამოვთქვამთ. მე პირადად ამ განცხადების მთლიან ჩანაწერს გავეცანი და სრულიად აშკარაა, რომ ბატონი ობამა გულისმხობდა ნატოს მომავალ სამიტზე გაფართოების შესაძლებლობის თუ შეუძლებლობის თემას. ამ თვალსაზრისით მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოლოდინი  არც ბატონ ობამას აქვს და არც ვინმე სხვას გამოუთქვამს. ამ ნაწილში ის ბრძანებდა, რომ დიახ, უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანება ამ სამიტზე ან უახლოეს თვეებში მოსალოდნელი არ არის. საჭირო განმარტებები გაკეთდა შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლების მხრიდანაც. 

 

რაც შეეხება თავად ჩვენს მცდელობას, რომ ნატოში ინტეგრაციის პროცესი უფრო დაჩქარდეს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ პროცესს. სექტემბრის სამიტიდან ჩვენ ველით საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს და ამაზე თანხმდება ნატოს ყველა წევრი ქვეყანა. კონკრეტულად როგორ იქნება ფორმულირებული საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, ამის თაობაზე მიდის მუშაობა. ხვალაც იქნება მსჯელობა ბრიუსელში და უშუალოდ სამიტზეც”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი