ახალი ამბები

თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტს ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნება

31 მარტი, 2014 • • 1245
თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტს ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნება

ამის თაობაზე გიორგი მარგველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მან საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღესთან დაკავშირებით გაავრცელა.


“ამ [ფილოლოგიის] ფაკულტეტზე სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ზვიად გამსახურდიამ თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები მიუძღვნა. მჯერა, რომ მისი მაგალითი, მისი ღვაწლის დაფასება, მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ჩვენი ახალგაზრდობისთვის, მათთვის, ვინც ხვალ უნდა იტვირთოს საქართველოში მეცნიერების, ქვეყნის განვითარების, დამოუკიდებლობის განმტკიცების პასუხისმგებლობა”, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი