ახალი ამბები

ალექსი პეტრიაშვილის თქმით, “გამწარებული ხალხის გაკეთებულს უნდა ჰგავდეს” წიკლაურზე თავდასხმა

31 მარტი, 2014 • • 1000
ალექსი პეტრიაშვილის თქმით, “გამწარებული ხალხის გაკეთებულს უნდა ჰგავდეს” წიკლაურზე თავდასხმა

“მე, ალექსი პეტრიაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში კატეგორიულად ვგმობ და ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას, განსაკუთრებით კი პოლიტიკურ ოპონენტებზე! რატომ?:

 

1) იმიტომ, რომ მწამს, როდესაც საერთაშორისო ფორუმებზე ვამბობ, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას;

 

2) იმიტომ, რომ მჯერა, როდესაც ვამბობ, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა ამაღლდა;

 

3) იმიტომ, რომ არ მინდა, ჩემს ოპონენტებს ჰქონდეთ საბაბი, მოსდონ მთელ მსოფლიოს, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორება;

 

4) იმიტომ, რომ არ მინდა შეიქმნას საშიში პრეცედენტი ლინჩის წესით გასამართლების და შემდეგ მავანთა მიერ ეს გაფორმდეს, როგორც ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის განადგურების კარგად დაგეგმილი და გააზრებული ქმედება, რასაც შეიძლება მოჰყვეს დესტაბილიზაცია და ა.შ.

 

 

ჩემი პრინციპულად ნეგატიური დამოკიდებულება ოპონენტების და კონკრეტულად დაზარალებულ პარლამენტარ ნ. წიკლაურის შეხედულებათა და ფასეულობათა სისტემის მიმართ არაერთხელ გამოიმიხატავს და ამაზე აღარ შევჩერდები. ბევრი ვერ შემეჯიბრებით ამ საქმეში. არც იმის მჯერა, სამი მანქანა სპეც. სამსახურების ხალხის ხელწერას ჰგავდეს გუშინდელი დანაშაული. გამწარებული ხალხის გაკეთებულს უნდა ჰგავდეს ეგ. არც არავისზე ნაკლები სიმწარე არ მინახავს არც ოპოზიციაში ყოფნის 4 წლის მანძილზე და არც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის განმავლობაშიც. მაგრამ! !!! გინდათ ისევ მივუბრუნდეთ იმ დროს, როდესაც ყოველდღე ვასაფლავებდით ნაცნობებს და უცნობებს? მე არ მინდა! მით უმეტეს, არ მინდა, ამას ჩემი შვილები მოესწრონ.

 

და ბოლოს! გამოსავალი აქედან ერთია, უფრო სწორად, ორი ქმედება უნდა მოჰყვეს: ხელისუფლებამ სწრაფად უნდა ვიპოვოთ ძალადობის ჩამდენი და რეალურად დავსაჯოთ, ოპოზიციამ კიდევ კეთილი ინებოს, გამოვიდეს და ხელი შეუწყოს ვალერი გელაშვილის, კობა დავითაშვილის, ვიცე-სპიკერ ზურა აბაშიძის, გია გაჩეჩილაძის, 6 მაისის და 15 ივნისის სადისტური დარბევების ბრძანების გამცემების და შემსრულებლების დადგენის და დასჯის პროცესს! რაც მალე განერიდებით თქვენ თვითონ, მით მალე დავუსვამთ წერტილს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არსებულ მძიმე საქმეებსაც. სანამ კიდევ გვიან არ არის, მითქვამს მე თქვენთვის…” – წერს ალექსი პეტრიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი