ახალი ამბები

ნანუაშვილი: წიკლაურის თავდასხმის ფაქტზე ეფექტური გამოძიება უნდა დაიწყოს

31 მარტი, 2014 • • 961
ნანუაშვილი: წიკლაურის თავდასხმის ფაქტზე ეფექტური გამოძიება უნდა დაიწყოს

“ძალიან სამწუხარო ფაქტია, როცა ხდება ძალადობა და ზეწოლა დეპუტატებზე. თუმცა მე არ ვიცი, რა მიზნით მოხდა ეს. მნიშვნელოვანია, რომ წარიმართოს გამოძიება, რომელიც იქნება ეფექტური და გასცემს ყველა შეკითხვას პასუხს”,- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

 

ნუგზა წიკლაურის თქმით, 31 მარტს გამთენიისას, 3 საათზე  დაბრუნდა სახლში. სახლთან მას დახვდა 3 მანქანა, რომელშიც დაახლოებით 7-8 ადამიანი იჯდა. დეპუტატი ამბობს, რომ ყოველგვარი შელაპარაკების გარეშე დაესხნენ ეს პირები თავს და დაუწყეს ცემა. წიკლაური დარწმუნებულია, რომ მათი მიზანი იყო ის იძულებით ჩაესვათ მანქანაში.

 

წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკი გამოიყენეს. თავდასხმის შემდეგ წიკლაური საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი