ახალი ამბები

გაბრიელ ბერის ნეშტს 1 აპრილს სამთავროს მონასტერში გადაასვენებენ

31 მარტი, 2014 • • 950
გაბრიელ ბერის ნეშტს 1 აპრილს სამთავროს მონასტერში გადაასვენებენ

გაბრიელ ბერის საფლავი 22 თებერვალს გახსნეს მცხეთაში, ხოლო 24 თებერვალს მისი ნეშტი თბილისში, სამების ტაძარში გადაასვენეს, სადაც რჩება დღემდე.

 

ამ ხნის მანძილზე ტაძარში ყოველდღიურად ათასობით მორწმუნე მიდის. თავდაპირველად საპატრიარქში აცხადებდნენ, რომ ნეშტი სამებაში აღდგომის დღესასწაულამდე დარჩებოდა, თუმცა გუშინ ეს თარიღი შეიცვალა. გაბრიელ ბერი 2012 წელს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი