ახალი ამბები

ალექსი პეტრიაშვილი პრემიერის ინიციატივას დროულს და მნიშვნელოვანს უწოდებს

28 მარტი, 2014 • • 937
ალექსი პეტრიაშვილი პრემიერის ინიციატივას დროულს და მნიშვნელოვანს უწოდებს

“პრემიერის ეს ინიციატივა დამატებით არც არავის უფლებას ზღუდავს, არც არავის სძენს დამატებით უფლებებს. სამსჯელოდ შემოიტანა პრემიერ-მინისტრმა, მთავრობამ მხარი დაუჭირა. იქნება მსჯელობა პარლამენტში. საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული პარლამენტის მიერ, მაგრამ მე ვთვლი, რომ ძალიან დროული და მნიშვნელოვანი ინიციატივაა და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ საერთაშორისო თანამეგრობის რეკომენდაციით მოახდინა დახვეწა საქართველოს  ყველა მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა დღეს, 28 მარტს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი