ახალი ამბები

ევროპის საბჭოს რეკომენდაციები საქართველოში თვალთვალის განხორციელების საკითხებზე

28 მარტი, 2014 • • 999
ევროპის საბჭოს რეკომენდაციები საქართველოში თვალთვალის განხორციელების საკითხებზე

კანატაჩი ერთ-ერთი ავტორია იმ ექსპერტთა დასკვნის, რომელიც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის პირადი მონაცემების დაცვის განყოფილების მიერ შემუშავდა საქართველოს პარლამენტის სპიკერის თხოვნის საუძველზე საქართველოს სამართალდამცავი და ეროვნული  უშიშროების ორგანოების მიერ თვალთვალის განხორციელების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით.

 

“ორი ნაყოფიერი დღე გვქონდა, შეხვდით ხელისუფლების, ოპოზიციის წარმომადგენლებს, არასამთავრობოებს, პარლამენტის წევრებს. ჩვენი სრული ანგარიშის ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე.  რაც ცალსახად შეიძლება ითქვას, არის ის, რომ კანონი უნდა შეიცვალოს. მთავარი საკითხებია აქ, როგორ და როდის? ნებისმიერი რეფორმა უნდა ემსახურებოდეს ფაქტებზე დაფუძნებულ კვლევას, თუ როგორ გამოიყენება დღეს საქართველოში პირადი მონაცემები სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ასეთი სიღრმისეული კვლევა არ ჩატარებულა. ჩვენი რეკომენდაციაა, ასეთი კვლევა ჩატარდეს. აუცილებელია, რომ ეს ახალი კანონი შეესაბამებოდეს ევროპულ კანონმდებლობას (ევროპის საბჭოს 87/15-ს კონვენცია). ცხოველი დისკუსია იყო ჩვენ შორის, ვის უნდა ეპყრას ხელთ ეს მონაცემები, რა დამცავი მექანიზმები უნდა არსებობდეს, რომ, ერთი მხრივ, ადამიანის პერსონალური მონაცემები იყოს დაცული, და, მეორე მხრივ, სამართლებრივ მუშაობას ხელი არ შეეშალოს,”- განაცხადა მედიასთან საუბარში ექსპერტმა ჯოსეფ კანატაჩიმ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი