ახალი ამბები

დიმიტროვის თქმით, ოჯახის დეფინიციაზე ევროკავშირში განსხვავებული მიდგომები არსებობს

28 მარტი, 2014 • • 962
დიმიტროვის თქმით, ოჯახის დეფინიციაზე ევროკავშირში განსხვავებული მიდგომები არსებობს

დიმიტროვის განცხადებით, იგი პრემიერის ამ წინადადებას ვერ შეაფასებს, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში ამ საკითხისადმი სხვადასხვა მიდგომა არსებობს:

 

“მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუნდაც გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირში შედის 28 ქვეყანა და ხშირ შემთხვევაში მათი დეფიცინიები ერთმანეთს არ ეთმხვევა. ასე რომ, ზოგადი ევროპული სტანდარტის სახით ვერ ვილაპარაკებ”, – განაცხადა დიმიტროვმა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ განსხვავებული პრეფერენციების მქონე ადმიანების დისკრიმინაციის საშუალება არ უნდა არსებობდეს და სწორედ ამის, ტოლერანტული გარემოს ნახვა სურს ევროკავშირს საქართველოშიც.


“გამოვდივარ ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში შევიტანოთ ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ასე მოიქცა ლატვია, შარშან კი ხორვატია ევროკავშირში შესვლის წინ”, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი