ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლოში ID ბარათებთან დაკავშირებით სარჩელი შევიდა

28 მარტი, 2014 • • 1222
საკონსტიტუციო სასამართლოში ID ბარათებთან დაკავშირებით სარჩელი შევიდა

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლომ 2011 წელს სახალხო დამცველის სარჩელი დააკმაყოფილა და რწმენის თავისუფლების მოტივით ადამიანებს საშუალება მიეცათ აღარ მოიხადონ სამხედრო სარეზერვო სამსახური, მაშინ რელიგიური ან სხვა რწმენის შესაბამისად, სხვა პირებსაც უნდა შეეძლოთ უარი თქვან ელექტრონული პირადობის მოწმობის ან ბიომეტრიული პასპორტის აღებაზე და მოითხოვონ მათი ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


“რწმენის თავისუფლების უმნიშვნელოვანესი და არსებითი შემადგენელი ნაწილია პიროვნების თავისუფალი ნება, რაც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, თვით სამყაროს შემოქმედმა უფალმა უბოძა თავის საყვარელ ქმნილებას, ადამიანს. აქედან გამომდინარე, პიროვნების თავისუფალი ნების გაუმართლებლად (სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აუცილებლობის გარეშე) იმგვარი ხელყოფა ან შეზღუდვა, რის წინაშეც საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი აღმოჩნდა, რომელსაც არჩევანის საშუალება წაერთვა ID ბარათებისა და ბიომეტრიული პასპორტების უალტერნატივო ფორმით მიღების ვალდებულების პირობებში, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული უფლების, რწმენის თავისუფლების ხელყოფის ტოლფასია”, – ნათქვამია სარჩელში.

ხათუნა საგინაშვილი
ხათუნა საგინაშვილი



მასალების გადაბეჭდვის წესი