ახალი ამბები

დაპირისპირება რუსეთის მხარდამჭერებისა და მოწინააღმდეგეების აქციაზე [VIDEO]

27 მარტი, 2014 • • 2279
დაპირისპირება რუსეთის მხარდამჭერებისა და მოწინააღმდეგეების აქციაზე [VIDEO]

არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი ელგუჯა ხოდელი რუსეთის დროშით ხელში მედიასაშუალებებთან კომენტარს აკეთებდა და დღევანდელი აქციის მიზეზს განმარტავდა. ამ დროს მას კონტრაქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.


ელგუჯა ხოდელი
ელგუჯა ხოდელი

კონტრაქციის მონაწილეების ინფორმაციით, ამ დროისათვის დაკავებულია ორი მონაწილე – გიორგი რუხაია და ცოტნე მამულაშვილი. 


კონტრაქციაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. მათ “დედამიწა ჩვენი სახლის” წარმომადგენლებს მონები და გაყიდულები უწოდეს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, რის შედეგადაც სამართალდამცავებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.


რაც შეეხება კონტრაქციის მონაწილეებს, ისინი აცხადებენ, რომ ერთ რომელიმე ორგანიზაციას არ წარმოადგენენ და უბრალოდ აპროტესტებენ კრემლის ინტერესებს და რუსეთის პოლიტიკას საქართველოში. კონტრაქციაში მონაწილეებს შორის არიან ლევან გახელაძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ყოფილი უფროსი, ქეთა გაბიანი და სხვები. ამ დროისათვის აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის არის პოლიციის კორდონი და ვითარება განმუხტულია.


“რუსი ჩინოსნების მხარდამჭერი აქცია” ამ დროისთვის დასრულებულია. არასამთავრობო ორგანიზაციის “დედამიწა ჩვენი სახლია” წარმომადგენლებმა ტერიტორია პოლიციის კორდონის დახმარებით დატოვეს. კონტრაქციის მონაწილეები რამდემჯერმე შეეცადნენ მათთან მიახლოებას, რაც პოლიციამ აღკვეთა. კიდევ ერთი შეხლა–შემოხლა მოჰყვა ინციდენტს. სამართალდამცავები ცდილობდნენ ერთ–ერთი არასრულწლოვანის კონტრაქტივისტის დაკავებას, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით 15 წლისაა. თუმცა, საბოლოო ჯამში, კონტრმომიტინგეებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.



ამ დროისათვის თავისუფლების მოედანზე სიმშვიდეა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და კონტრაქციის მონაწილეები, რომლებიც აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას არ წარმოადგენენ და არიან ადამანები, რომლებიც აკრიტიკებენ რუსეთის პოლიტიკას საქართველოში.    

მასალების გადაბეჭდვის წესი