ახალი ამბები

კონტრაქციის მონაწილეებმა სააკაშვილის მხარდამჭერებს კვერცხები ესროლეს

27 მარტი, 2014 • • 948
კონტრაქციის მონაწილეებმა სააკაშვილის მხარდამჭერებს კვერცხები ესროლეს

სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია პროკურატურასთან, 27 მარტი, 2014 წელი
სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია პროკურატურასთან, 27 მარტი, 2014 წელი

აღნიშნულმა პირმა სააკაშვილის მხარდამჭერებს დაუხია პლაკატი, პლაკატებზე, რომელიც თან აქვთ მომიტინგეებს, წერია – “მეც დამკითხეთ!”

სააკაშვილის მხარდამჭერებს პლაკატი დაუხიეს, 27 მარტი, 2014 წელი
სააკაშვილის მხარდამჭერებს პლაკატი დაუხიეს, 27 მარტი, 2014 წელი

 

შსს-ს ცნობით, აღნიშნული პირის გარდა, ასევე, დაკავებულია კონტრაქციის ორგანიზატორი მელორ ვაჩნაძე. ორივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის (წვრილმანი ხულიგნობა) საფუძველზე დააკავეს.

 

ამ დროისთვის პოლიციას რკინის ბარიკადები აქვს აღმართული ორი აქციის მონაწილეებს შორის. კონტრაქციის მონაწილეებს თან აქვთ რუპორი, საიდანაც ისმის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების შეურაცხმყოფელი განცხადებები.

პოლიციის კორდონი სააკაშვილის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციების მონაწილეებს შორის, 27 მარტი, 2014 წელი
პოლიციის კორდონი სააკაშვილის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციების მონაწილეებს შორის, 27 მარტი, 2014 წელი

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებით აქცია – “მე დღეს მიშა ვარ, მეც დამკითხეთ” იმართება პროკურატურასთან. ისინი აპროტესტებენ იმას, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი დაბარებულია პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხვისთვის.

 

საწინააღმდეგო აქციას მართავენ პროკურატურის შენობასთან მელორ ვაჩნაძე, რატი მაისურაძე და სხვა მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებენ სააკაშვილის მხარდამჭერების აქციას.


მიხეილ სააკაშვილი 10 სისხლის სამართლის საქმეზე დაიბარა დღეისთვის პროკურატურამ მოწმის სტატუსით დასაკითხად, თუმცა სააკაშვილი დღეს საქართველოში ჩამოსვლას და დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი