ახალი ამბები

ხიდაშელი სააკაშვილზე: გუშინ ის იჯდა ტელევიზიის ფანჯარაში და ჭორაობდა

26 მარტი, 2014 • • 1032
ხიდაშელი სააკაშვილზე: გუშინ ის იჯდა ტელევიზიის ფანჯარაში და ჭორაობდა

“განცხადებები, რაც ბაროზომ მასთან გააკეთა, ეს არ არის სერიოზული ლაპარაკი, ეს მან იჭორავა. მე კომენტარი არ მაქვს ამაზე. გუშინ ერთი კაცი იჯდა ერთი ტელევიზიის ფანჯარაში და ჭორაობდა, ჭორაობაზე კომენტარებს არ ვაკეთებ განსაკუთრებით მაშინ, როცა მუმიას მეძახის. ამ მუმიას განცხადებებზე კომენტარებს არ ვაკეთებ. ის აღარ არის საინტერესო, ის არ არის აქტუალური, ის ცდილობს, რომ დარჩეს მოთამაშედ ქართულ პოლიტიკაში, იმუქრება, მუშტებს გვაჩვენებს. ეს ძალიან სასაცილოა, მე რომ ამაზე სერიოზულად ვილაპარაკო, მეც მას უნდა დავემსგავსო”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ხოსე მანუელ ბაროზომ ერთი წლის წინ გააფრთხილა, რომ შესაძლოა დაეკავებინათ საქართველოში, რის შემდეგაც საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ შეჩერდებოდა:

 

“ხოსე მანუელ ბაროზომ მითხრა, რომ როგორც კი შენი მთავრობა შენ დაგაპატიმრებს, ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს არ არის პუტინის მიერ კონტროლირებადი მთავრობა და მე ვიქნები პირველი, ვინც დააყენებს საკითხს, რომ საქართველოს შემდგომი პროგრესი გაჩერდეს. ამიტომ შენ უნდა გესმოდეს, შენი როლი რა არის, თუ შენ მზად ხარ, რომ რაღაც პოლიტიკური მოსაზრებებით შეაჩერო სვლა ევროპისკენ, შენ შეგიძლია დარჩე საქართველოში და მაშინ აღმოჩნდები ციხეში და ნუ, ჩვენც დავიბანთ ხელებს და საქართველოს პრაქტიკულად გადავაბარებთ პუტინს, ასე გამოუვიდა, ამ სიტყვებით არ უთქვამს. თუ არადა, დროებით იქნებ გამოერიდო, რათა არ მისცე მათ ეს ცდუნება, რომ ეს გეგმა განახორციელონო,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი