ახალი ამბები

სააკაშვილი: მხოლოდ ორ ქვეყანაში არ ჩამესვლება – რუსეთსა და საქართველოში

25 მარტი, 2014 • • 1033
სააკაშვილი: მხოლოდ ორ ქვეყანაში არ ჩამესვლება – რუსეთსა და საქართველოში

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მსოფლიოში მხოლოდ 2 ქვეყანაში არ ჩაესვლება: რუსეთსა და საქართველოში. ამის შესახებ მან რუსთავი 2–სთვის მიცმეულ ინტერვიუში განაცხადა:

 

“თქვენ გინდათ მითხრათ, რომ თბილისში უნდა ჩამოვიდე და პუტინის ოცნება შევასრულო? მე გავაგრძელებ იმას, რასაც ვაკეთებდი, როგორც თავისუფალი ადამიანი. ჩემი ცხოვრება არ არის ადვილი იმ გაგებით, რომ მე დაცვის გარეშე დავდივარ. ნიუ–იორკში მეტროთი დავდივარ, კიევში მასპინძლები დამყვებიან დაცვით. ეს ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც კიდევ ვიღაც დამყვება. პუტინს საჯაროდ აქვს გამოცხადებული, რომ მე უნდა მომსპონ. როცა უზბეკეთის პრეზიდენტი კარიმოვი ხარ და გესმის, რომ პუტინმა არაერთხელ დაიფიცა თუ საჯაროდ დაიგინა, რომ ნამდვილად გამასაღებს და უყურებ, რომ 5–6 წლის მერეც ეს სააკაშვილი თავისუფლად დაიარება, ხომ იფიქრებ, რომ არც ისე ძლიერი ყოფილა ეს პუტინი, თუ თავის მუქარას ვერ ახორციელებსო? ამიტომ  ჩემი ცხოვრება არც ადვილია და არც ურისკო, ეს ყველამ ვიცით. მე ამაზე ლაპარაკი მხოლოდ იმიტომ მიხდება ახლა, რომ ყველას ავუხსნა. სანამ შემიძლია, რომ ვიარო და ჩემი პროგრამა განვახორციელო, მე ამას გავაკეთებ არა ივანიშვილის პირადი ზოოპარკიდან, რადაც საქართველოს ციხეები გადაიქცა, არა იმ საკნიდან, სადაც, მაგალითად, ვანო მერაბიშვილი ზის, რომელიც მუდმივად წვალების ქვეშ ყავთ, არამედ განვახორციელებ ნიუ–იორკიდან, კიევიდან, პრაღიდან, ტოკიოდან – ყველა ადგილიდან, სადაც ჩავალ როგორც თავსიუფალი მოქალაქე. ჩემს გადაადგილებას ვერავინ შეზღუდავს, მარტო ორ ქვეყანაში არ ჩამესვლება – რუსეთსა და საქართველოში”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

მისივე თქმით, იგი საქართველოში ბევრად უფრო მალე ჩამოვა, ვიდრე ივანიშვილს და მის კრედიტორ პუტინს წარმოუდგენია, რომელმაც, ექსპრეზიდენტის მტკიცებით, ექსპრემიერს საქართველოში თავისი გეგმის განსახორციელებლად 2 მილიარდი დოლარი მისცა. რაც შეეხება აღნიშნული 2 მილიარდის საკითხს და ინფორმაციას, რომელზე დაყრნდობითაც იგი ივანიშვილს პუტინთან გარიგებაში სდებს ბრალს, სააკაშვილი ასე განმარტავს:

 

“პუტინმა და და, სხვათა შორის, მედვედევმაც არაერთხელ თქვა საჯაროდ, რომ სააკაშვილი ან უნდა მოკვდეს და სხეულის სხვადასხვა ნაწილით დაკიდება სწორედ ამას ნიშნავს… მაგალითად, დსთ–ს ლიდერებს უთხრა სხდომაზე, რომ ნაწლავებს გამოვუღებთ, კისერზე შემოვახვევთ და ისე ჩამოვკიდებთო. ეს მე რამდენიმე მათგანმა მომიყვა, ან უნდა იყოს ციხეშიო. მან თქვა: ქართველი ხალხი თვითონ გაასამართლებს სააკაშვილსო. მან იკითხა, როდის არის შემდეგი არჩევნებიო და მერე ქართველი ხალხი მიხედავს სააკაშვილსო. ქართველ ხალხში იგულისმხბეოდა ის მთავრობა, რომელიც, მისი აზრით, მას შემდეგ, რაც მან 2 მილიარდი დოლარი დახარჯა, მოვიდოდა საქართველოში. პუტინი ბევრს იტყუება ხოლმე, მაგრამ ცუდ და ავ განზრახვებს არასოდეს მალავს. ჩვენს ბოლო შეხვედრაზე მან მითხრა, ბევრი კარგ რაღაცებს შეგპირდება, მაგრამ არასდროს შეასრულებსო და მე არაფერ კარგს არ გპირდები, მაგრამ აუცილებლად შეგისრულებო. თუ ოდნავ მაინც დაკავშირება შეუძლია ვიღაცას ფაქტების… კითხვას სვამენ ხოლმე, რა შუაშია პუტინიო, შუაში კი არა თავშია, ხალხო, თვითონ იძახის თავში ვარ და თქვენ რატომ ართმევთ ამ სიამოვნებას? ასე რომ, პროგრამა, თუ რა უნდოდა პუტინს ივანიშვილის კოალიციისგან, რომელსაც 2 მილიარდი დოლარი მისცა, თავიდანვე იყო გაცხადებული.  შარშან შემხვდა კასიანოვი, ყოფილი პრემიერი და მითხრა, რომ ნუთუ თქვენ არ გესმით 2 მილიარდ დოლარს პუტინის გარეშე ვერავინ ვერავის მისცემს და როცა პუტინი აძლევს, ამას კონკრეტული ვალდებულებებიც მოჰყვებაო. რუსეთიდან ვერც ერთმა ოლიგარქმა ვერ გამოიტანა ფული პუტინის პირადი მოლარის, აბრამოვიჩის და ივანიშვილის გარდა. ამ ორმა კაცმა გამოიტანა მხოლოდ. ჩვენ ყოველთვის ვსვამდით კითხვას, რატომ მისცა ამის საშუალეაბ პუტინმა, მეტსაც გეტყვით, მე ეს კითხვა დავუსვი, 2012 წელს მთავრობის დასაკომპლექტებლად რომ მოვიდა, პირველ შეხვედრაზე და ძალიან აუღელვებლად მითხრა, რომ მას აქვს ეფ–ეს–ბესთან კავშირები, ახსენა თავისი დეიდაშვილი თუ მამიდაშვილი შმაგი, რომელიც ეფ–ეს–ბესთან კავშირშია და თქვა, რომ თავიდან არ გვაძლევდნენო, რაღაც პერიოდი პაუზა აიღესო და მერე აპრილში წამოვიდა დიდი დაფინანსებაო. მე ვუთხარი, არ სვამ კითხვას, რატომ გაძლევენ ფულს–მეთქი, იმიტომ, რომ მან თავისი აქტივები იქ გაყიდა ბევრად მეტად, ვიდრე ღირდა. ძალიან აუღელვებლად მითხრა, შენ ვერ გიტანენ და იმიტომ გააკეთესო. თუ ამას ხვდება, ეს არის ვალდებულება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი