ახალი ამბები

სააკაშვილი: ივანიშვილმა გაბედა და პირდაპირ დამემუქრა

25 მარტი, 2014 • • 1035
სააკაშვილი: ივანიშვილმა გაბედა და პირდაპირ დამემუქრა

სააკაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ახლა მის გაჩუმებას, ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებული კრიტიკული განცხადებების გამოც ითხოვენ უკრაინის საკითხზე:

 

“ივანიშილმა გაბედა და პირდაპირ მითხრა რამდენჯერმე ჩემი მასთან კონტაქტების დროს, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, რომ თუ არ ჩავიკმენდდი ხმას და თუ მენტალური ძალადობის განხორციელებას გავაგრძელებდი ქართველ ხალხზე და შევეცდებოდი, რომ ხალხი შემდეგშიც სიცრუეში მემყოფებინა, (მას ვციტირებ) ჩემ წინააღმდეგ აღძრავდნენ სისხლის სამართლის საქმეს”, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მთელ მსოფლიოში ყველამ იცის, რომ მისი პროკურატურაში დაბარება არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ მოტივაციას უაკვშირდება:

 

“მართალია ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ კანონის უზენაესობის პიორბებში კანონზე მაღლა არავინ შეიძლება იყოს. ის, რომ ეს პროცესი პოლიტიკურია და არა სამართლებრივი, ამაში მე მგონია, რომ პატარა ბავშვსაც აღარ ეპარება ეჭვი. მე იურისტი ვარ და ვიცი: სამართლის პირველი პრინციპის მიხედვით,  არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, შემდეგ გამოიკვეთება ფაქტები, შემდეგ გამოიკვეთება ფიგურანტები, ვინ შეიძლება დამნაშავე იყოს, ამის შემდეგ სამართლებრივი პროცესები იწყება ამ ადამიანების მიმართ და ისინი ან გამართლდებიან, ან გამტყუნდებიან. ეს არის სამართლებრივი პროცედურა. რა ხდება საქართველოში: ჯერ ცხადდება, რომ ეს არის პიროვნება, რომელსაც უნდა გავეკიდოთ, მერე პოლიტიკოსები აკეთებენ განცხადებას, რომ ეს პიროვნება არის დამნაშავე და მერე იწყებენ ფიქრს, ზუსტად რაშია დამნაშავეო, ამის შემდგ იწყება კონკრეტული სამართლებრივი პროცედურა, რომელიც ზუსტად იმაზეა მორგებული, რაც პოლიტიკოსებმა უკვე გამოაცხადეს და ამაზე იგება ყველაფერი.  ეს არის თავდაყირა დაყენებული სამართლერბივი პროცედურა. 

 

ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიით არაერთხელ თქვა, რომ სააკაშვილი უნდა გამტყუნდესო, მათ შორის უცხოელებსაც მოუყვა. როდესაც შეეკითხნენ რაშიო, უპასუხა ალბათ ჟვანიას საქმეში, ბევრი ფული რომ დახარჯა იმაშიო და ასე შემდეგ. შემდეგ მთელი ეს [საგამოძიებო] ორგანოები, რომლებიც, სამწუხაროდ, ჩვენ საკმარისად ვერ შევცვალეთ და მენტალიტეტი ვერ გამოვუცვალეთ – ირაზმებიან და იგონებენ ფაქტებს, რომელიც ამას ესადაგება. ივანიშვილს რომ თავი დავანებოთ, მოქმედმა, ფორმალურმა პრემიერმა განაცხადა, რომ თუ სააკაშვილი მოწმის სტატუსით არ გამოცხადდება, ჩვენ მას საერთაშორისო ძებნაში გამოვაცხადებთო. იმ პირობებში, თუ მოწმე არ მოდის, სამართალი არანაირ დაუყოვნებლივ პროცედურას არ ითვალისწინებს. იქ არის ბევრი ალტენრატივა, ამ დროს რა ხდება, მაგრამ ამათ, ეტყობა, კანონები არა მხოლოდ არ წაუკითხავთ, არამედ არც უნდათ, რომ წაიკითხონ”, – აღნიშნა სააკაშვილმა რუსთავი 2–სთვის მიცემულ ინტერვიუში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი