ახალი ამბები

ჯეიმს აპატურაი: მაგალითად, ჩემს ქვეყანაში ვერავინ დადგება კანონზე მაღლა

25 მარტი, 2014 • • 1118
ჯეიმს აპატურაი:  მაგალითად, ჩემს ქვეყანაში ვერავინ დადგება კანონზე მაღლა

როგორც აპატურაიმ პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, შერჩევითი სამართლის აღქმა თავიდან უნდა იქნეს აცილებული, თუმცა კანონზე მაღლა არავინ უნდა დადგეს:

 

“პირველი, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობთ: საქართველომ უნდა გადაწყვიტოს ეს საგამოძიებო პროცესები. გენერალური მდივანი იყო ძალიან მკაფიო თუნდაც შერჩევითი სამართლის აღქმის ან პოლიტიკურად მოტივერებული პროცესების ნეგატიურ ასპექტზე როდესაც საუბრობდა და ვფიქრობ, რომ საქართველოში ეს გზავნილი ყველამ სერიოზულად უნდა აღიქვას. ახლა ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, ახლოვდება საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, მერე შეფასების პერიოდი მოდის, შემდეგ ივნისის შეხვედრა. ნატოს გენერლაური მდივანი არის ძალიან მკაფიო, ეს უთხრა ხელისუფლებას თბილისში ყოფნის დროსაც და ბრიუსელშიც. გენერალური მდივანი ფიქრობს, რომ საქართველომ საკმარისად წაიწია წინ კონკრეტული ნაბიჯისთვის ნატოსკენ გზაზე. ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება და თავიდან ავიცილოთ შერჩევითი სამართლის აღქმა.

 

საქართველოს მთავრობა იყო ძალიან გამჭვირვალე, ბევრი იმუშავა და ხსნიდა, თუ რას აკეთებდა, და ის წუხილი, რაც ჩვენ გვქონდა წარსულში ძალიან ბევრ საკითხზე, ახლა გათვალისწინებულია. თქვენ გესმოდათ ნაკლები კრიტიკა და ნაკლები შეშფოთება ამ თემებზე. ამიტომ მათ ეს ყველაფერი კარგად უნდა გვაჩვენონ. თუ ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს, ისინი უნდა გასამართლდნენ, ეს ნორმალურია ყველა ქვეყანაში. გამჭვირვალობა ერთია, აღქმა – მეორე. გამჭვირვალობამ შეიძლება აღქმასთან დაკავშირებული პრობლემები გადაჭრას. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სისტემა კანონს ეფუძნება და კანონი მუშაობს. ჩემი საქმე არ არის კომენტარი გავაკეთო სამართლებრივ პროცესებზე. მაგალითად, ჩემს ქვეყანაში [კანადა] ვერავინ დადგება კანონზე მაღლა  – ვერც მოქმედი პრემიერი და ვერც ყოფილი პრემიერი. ამაზე საერთოდ ლაპარაკი არ არის. ჩვენ გვყავდა მინისტრები, რომელთაც წარსულში გარკვეული სიძნელეები ჰქონდათ თანხების არამიზნობრივად დახარჯვაზე და მსგავსი საკითხებიც ყოფილა. ყველა ქვეყანაში ყველა მოქლაქე კანონის წინაშე თანაბარი უნდა იყოს. ეს აბსოლუტური სიმართლეა”, – აცხადებს აპატურაი.

მასალების გადაბეჭდვის წესი