ახალი ამბები

ქორთიარდ მარიოტში გიორგი კანდელაკსა და ირაკლი ტრიპოლსკის შორის ინციდენტი მოხდა

25 მარტი, 2014 • • 1164
ქორთიარდ მარიოტში გიორგი კანდელაკსა და ირაკლი ტრიპოლსკის შორის ინციდენტი მოხდა

 

“სიტყვით გამოვედი ევროპარლამენტის და საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს მიმდინარეობს. ჩემი გამოსვლისას ირაკლი ტრიპოლსკი წამოხტა, დაიწყო ყვირილი და თქვა, რომ ჩემი ჭკუის სწავლება არ სჭირდება და გარეთ გავარდა (მიუხედავად იმისა, რომ მისთვის საერთოდ არ მიმიმართავავს). შემდეგ გამოვიდა პოლიტიკური აზრის მეორე გიგანტი დავით ონოფრიშვილი და გატყორცნა ტირადა იმის შესახებ, რომ „ეხლა მოვიდა სამართლის დრო“ და ა.შ. ახლა თქვენ მიხვდით, რას ფიქრობენ დამსწრე ევროპარლამენტის წევრები. ზებრა შიშველია”, –  დაწერა კანდელაკმა ფეისბუკზე.

 

ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს თავად ტრიპოლსკიც, რომელიც კანდელაკს უტიფრობასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს:

 

“[სხდომაზე] გამოვიდა და დაიწყო როგორც იციან, ერთი და იგივე აწყობილი ტექსტები, რომ ასე ხდება, ისე ხდება, თვითვმმართველობის სისტემაზე ცალკე, მედიაზე ცალკე… ვინმე თქვენზე ახორციელებს ზეწოლას? შეიძლება ამდენი უტიფარი ტყუილი? მე არაფერი მიპასუხია, ავდექი და წამოვედი. ქართულად ვთქვი, ვეღარ ვიტან ამდენ უტიფრობას–მეთქი და გამოვედი. ალბათ, არ მოვიქეცი სწორად, მაგრამ რა ვქნა… შეიძლება უნდა ამეტანა ამდენი უტიფრობა, მაგრამ უკვე შეუძლებელია”, – აღნიშნა ტრიპლსკიმ.

 

შეხვედრა, რომელშიც ევროკავშირის პარლამენტის დეპუტატებიც მონაწილეობენ, მედიისთვის დახურულია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი