ახალი ამბები

შარაშენიძე: როდესაც ვსაუბრობდით საფრთხეებზე, ნატოს წარმომადგენლები გაოცდნენ

25 მარტი, 2014 • • 1391
შარაშენიძე: როდესაც ვსაუბრობდით საფრთხეებზე, ნატოს წარმომადგენლები გაოცდნენ

“დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი წევრი ბოლომდე ინფორმირებული არ არის და გაცნობიერებული არ აქვთ, რაოდენ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ ჩვენ. როდესაც ჩვენ გავაკეთეთ მოხსენებები და ვისაუბრეთ ჩვენს ხედვაზე, როგორია საქართველოს წინაშე მდგარი განმოწვევები და რა საფრთხეები გვემუქრება ჩვენ, მათი რეაქცია იყო გაოცენული, მართლა ასეთ რთულ მდგომარეობაში ხართ? გვეგონა, ყველაფერი კარგად იყოო. მე მგონია, რომ მათთან სამუშაოა სერიოზულად, პირველ რიგში მთავრობისგან, რა თქმა უნდა”, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი