ახალი ამბები

ნატოს უმაღლესი სამხედრო ოფიცრის განცხადებით, რუსეთი დნესტრისპირეთს საფრთხეს უქმნის

23 მარტი, 2014 • • 1262
ნატოს უმაღლესი სამხედრო ოფიცრის განცხადებით, რუსეთი დნესტრისპირეთს საფრთხეს უქმნის

მისივე თქმით, იგი შეშფოთებულია, რადგან ეს საფრთხეს უქმნის მოლდოვას სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონს. ნატოს უმაღლესმა ოფიცერმა და შეერთებული შტატების საჰაერო ძალების გენერალმა ასევე გამოხატა შეშფოთება, რომ მოსკოვი იყენებს დაჩქარებული სამხედრო წვრთნების ტაქტიკას, რათა მოამზადოს მისი ჯარი რაც შეიძლება სწრაფი შეჭრისთვის მეზობელ სახელმწიფოში, როგორც ეს გაკეთდა უკრაინის ყირიმის რეგიონის შემთხვევაში.

 

რუსეთმა 10 დღის წინ დაიწყო სამეხდრო წვრთნები უკრაინის საზღვართან, რომელშიც 8,500 არტილერისტი მონაწილეობს. 

 

“რუსული ძალა, რომელიც ამ დროისთვის უკრაინის საზღვართან იმყოფება, ძალიან მოცულობითი და კარგად მომზადებულია”– განაცხდა ბრიდლოვმა. 

 

მოლდოვის პრეზიდენტმა გასულ სამშაბათს რუსეთი გააფრთხილა, არ გადადგას რაიმე ნაბიჯი დნესტრისპირეთის ანექსიის მიმართულებით, როგორც მან ეს ყირიმის შემთხვევაში გააკეთა. თავის მხრივ დნესტრისპირეთის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთს მოუწოდა, მიიერთოს დნესტრისპირეთი, როგორც რუსულენოვანი რეგიონი. 

 

დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული სეპარატისტული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია მოლდოვის ტერიტორიაზე, რომელიც ქვეყანას 1990 წელს გამოეყო. 

 

ბრიდლოვის თქმით, ნატო ძალიან შეშფოთებულია დნესტრისპირეთთან დაკავშირებული საფრთხის გამო. უმაღლესი სამხედრო ოფიცრის სიტყვებით, დნესტრისპირეთი რუსეთისთვის ის შემდეგი ადგილია, რომელიც ფედერაციას უნდა შეუერთდეს. 

 

“ეს არის აბსოლუტურად საკმარისი ძალა, თუ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, და ეს შემაშფოთებელია. ნატო ცდილობდა რუსეთი ექცია პატნიორად, თუმცა უკვე ნათელია, რომ ის მოწინააღმდეგის მსგავსად უფრო იქცევა, ვიდრე პარტნიორის”– განაცხადა ბრიდლოვმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი