ახალი ამბები

17 წლის გოგოს განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

20 მარტი, 2014 • • 1103
17 წლის გოგოს განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილი ბრალდებულის მეზობელი იყო:

 

“გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 19 მარტს მოკლა მეზობელი და ცხედარი გადამალა. სამართალდამცველებმა მოკლული გოგონას ცხედარს მომხდარიდან რამდენიმე საათში მიაკვლიეს და ოპერატიული მოქმედებების შედეგად იაგო წ. ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.


გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი