ახალი ამბები

მინისტრების თქმით, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ნორმალური ურთიერთობები არსებობს

20 მარტი, 2014 • • 892
მინისტრების თქმით, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ნორმალური ურთიერთობები არსებობს

“რაც შეეხება თანამშრომლობას, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ რა სახის თანამშრომლობაც თავიდან იყო, ის არის დღესაც”, – აცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

 

მისივე თქმით, ის, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს აკრიტიკებს, ნორმალურია:

 

“მე ძალიან ხშირად სამოქალაქო საზოგადოება მატარებს ხოლმე კრიტიკის ქარცეცხლში და, ბუნებრივია, აუცილებელიცაა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ აკრიტიკოს მთავრობა. თუ სხვებს აქვთ უფლება, ბიძინა ივანიშვილსაც აქვს უფლება, რომ გააკრიტიკოს სახელმწიფო უყწების წარმოამდეგენლი. ასე რომ, თუ ეს ხდება საჯაროდ, გამჭვირავლედ და ყოველგვარი ჭორების გარეშე, მე მივესლამები ასეთ დამოკიდბეულებას. იქ საუბარი არ ყოფილა პრეზიდენტის კომპეტენტურობაზე, იქ საუბარი იყო მხოლოდ ორ ეპიზოდზე. ეს ჩვეულერბივი ამბავია”, – აცხადებს ზაქარეიშვილი.

 

პრეზიდენტისა და მთავრობის თანამშრომლობის შესახებ იგივეს ამბობს შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე:

 

“ჩვეულებრივი ნორმალური სამუშაო ურთიერთობებია”, – აღნიშნავს შს მინისტრი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი