ახალი ამბები

მინისტრები გავრცელებული კადრების შესახებ: “ეს მასალა შემზარავია”

20 მარტი, 2014 • • 890
მინისტრები გავრცელებული კადრების შესახებ: “ეს მასალა შემზარავია”

“ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ეს შემზარავი და შოკისმომგვრელია. როდესმე უნდა დააყენონ საშველი ამას, როცა ეს თემა ამდენი ხანი არის სალაპარაკო. მე მგონი, გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს და საბოლოოდ დადგინდეს რაშია საქმე. ძალიან შემზარავი ფოტოებია. იმდენად იმოქმედა ჩემზე,  რომ რაღაც ეტაპზე ვიფიქრე: ჯობდა საერთოდ არც მენახა ეს ინფორმაცია”, – აცხადებს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე.

 

“მე, როგორც მოქალაქემ შემიძლია ჩემი აზრი გამოვხატო, იმიტომ, რომ ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. შემიძლია გავიმეორე პრემიერის სიტყვები, რომ პროკურატურა უნდა ჩერთოს ამ საქმეში და რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს ეს საქმე გამოძებული”, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი და დასძენს, რომ პროკურატურა ასევე უნდა დაინტერესდეს იმით, თუ როგორ მოხდა ამ ფოტომასალის გავრცელება.

 

“მე შემზარა ამ კადრებმა. ძალიან სამწუხაროა, როცა წინა ხელისუფლება 7 წლის განმავლობაში მალავდა ამ ინფორმაციას. მე იმედი მაქვს, რომ პროკურატურა მალე დაამთავრებს გამოძიებას და ყველაფერს ფარდა აეხდება”, – აღნიშნავს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი