ახალი ამბები

პარლამენტმა GPB-ს საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისია დაამტკიცა

19 მარტი, 2014 • • 968
პარლამენტმა GPB-ს საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისია დაამტკიცა

აღნიშნული კომისიაში ყველა წევრი უცვლელია და მასში ია ანთაძე, ნინო ბექიშვილი, ზვიად დევდარიანი, ნათია კაპანაძე, ნათია კუპრაშვილი, არნოლდ სტეფანიანი, ზვიად ქორიძე, ზაზა შათირიშვილი და თამაზ ჯოლუგუა შედიან.

 

პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა საკონკურსო კომისიამ უნდა შეიმუშაოს დებულება, რომლის მიხედვითაც მოხდება კანდიდატებისა და მათ მიერ წარდგენილი კონცეფციების შეფასება. სამეურვეო საბჭოს წევრთა შერჩევის პროცედურა 2 ეტაპად ჩატარდება – თავდაპირველად კანდიდატები კვალიფიკაციის მიხედვით შეირჩევიან, შემდეგ კი მათ მიერ წარდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციას განიხილავენ და საჯაროდ ჩატარდება გასაუბრება.

 

შესული განაცხადებებიდან კომისია საჭირო რაოდენობაზე მინიმუმ 3-ჯერ მეტ (15) კანდიდატს წარუდგენს საპარლამენტო უმრავლესობას, უმრავლესობის მიღმა დარჩენილ პარლამენტარებს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

 

საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად ორს საპარლამენტო უმრავლესობა, ორს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრები და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარუდგენს.

 

 კონკურსის შედეგად საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი წესით შერჩეული 4 მეურვე ჰყავს – სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი – მარინე მუსხელიშვილი და ლელა გაფრინდაშვილი, საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებული – ქეთევან მსხილაძე და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი – ნათელა სახოკია

მასალების გადაბეჭდვის წესი