საზოგადოება

ბათუმი ჩემთვის ყველაფერია

19 მარტი, 2014 • 1820
ბათუმი ჩემთვის ყველაფერია

 

 

მიყვარს  იმერეთი. თერჯოლა – ადგილი რომელთანაც ყველაზე მეტი, ბედნიერი მოგონება და ადამიანი მაკავშირებს, „ბათუმელების“ რედაქცია  – აქ ჩემი საყვარელი ადამიანები მეგულებიან, „წიგნები ბათუმში“ – მიყვარს ირაკლისთან და მარისთან შევლა და საუბარი. საერთოდ ვგიჟდები ამ მყუდრო მაღაზიაზე. მიყვარს ბათუმის დაკლაკნილი ქუჩები და 20 ნომერი „მარშუტკა“ (ყველაზე კომფორტულად ვმგზავრობ).

 

თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, იმიტომ რომ ვცხოვრობ ჩემთვის ყველაზე ლამაზ და საყვარელ ქალაქში. ბათუმი ჩემთვის ყველაფერია. განსაკუთრებით მომწონს წვიმიანი ბათუმი. ვერ წარმოვიდგენ სხვაგან სად შეიძლება მეცხოვრა თუ არა აქ.

 

© Project „Humans of Georgia“

2014

მასალების გადაბეჭდვის წესი