ახალი ამბები

იაცენუკი: კონფლიქტი რუსეთთან საომარ სტადიაში გადაიზარდა

18 მარტი, 2014 • • 885
იაცენუკი: კონფლიქტი რუსეთთან საომარ სტადიაში გადაიზარდა

 “დღეს რუსეთის ჯარისკაცებმა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, ეს უკვე სამხედრო დანაშაულია”, – განაცხადა იაცენუკმა და დასძინა, რომ უნდა დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევის საკითხზე.

 

სიმფეროპოლში სამხედრო-ტოპოგრაფიული მმართველობის ფოტოგრამეტრიკული ცენტრისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი სანავიგაციო მმართველობის ცენტრის შტურმის შედეგად უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო უნიანი ავრცელებს.

 

ზემოხსენებულ ობიექტზე რუსმა სამხედროებმა შტურმი უკრაინის დროით 16:24 საათზე დაიწყეს:

 

“ჩვენი წყაროები ერთი გარდაცვლილის და ერთი დაღუპულის შესახებ იუწყებიან,” – აცხადებს საინფორმაციო წინააღმდეგობის ჯგუფის ორგანიზატორი დმიტრი ტიმჩუკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე. მისივე თქმით, ჯარისკაცის დაღუპვის ფაქტი სამმა წყარომ დაუდასტურა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი