ახალი ამბები

შაშკინი და ბენდუქიძე პროკურატურაში მივიდნენ

18 მარტი, 2014 • • 1282
შაშკინი და ბენდუქიძე პროკურატურაში მივიდნენ

კახა ბენდუქიძის შეფასებით, პროკურატურის ქმედება არის პოლიტიკური ზეწოლა, რმელსაც სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

 

“ზუსტად გაზაფხულზე, 10-დან 20 მარტამდე შარშანაც და წელსაც ხდება ასეთი მოვლენები. ეს შეგნებულად ხდება, თუ გაზაფხულს ვესალმებით ასე, არ ვიცი. მაგრამ ფაქტი სახეზეა- დღეების სიზუსტით ხდება იგივე. ამიტომ უნდა უნდა გადავწყვიტოთ, რომ ეს არის ზეწოლა. ამას იურიდიული შინაარსი არ გააჩნია. ამ აურზაურისა და ნერვების მოშლის გარდა სხვა არაფერი არ მოქმედებს”,- განაცხადა ბენდუქიძემ. 

 

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ პროკურატურა საუბრობს აგრარული უნივერსიტეტის დაბალ ფასად შეძენაზე, ბენდუქიძემ უპასუხა, რომ ეს მთავრობის დისკრეციაა, თუ რა ფასად გაყიდის უნივერსიტეტს.

 

“ამას სამართლებრივი შინაარსი არ გააჩნია, ეს მთავრობის დიკრეციაა. შეიძება გაყიდონ ერთ ლარად, შეიძლება გაყიდონ ას ლარად, პირდაპირი გაყიდვის შემთხვევაში. ამას კავშირი არაფერთან არ აქვს. უბრალოდ, მე შემრცხვა ამ ბრალის, შემრცხვა, რომ ასეთი დაბალი დონეა პროკურატურაში”,- განაცხადა კახა ბენდუქიძემ. 

 

აქცია პროკურატურასთან ბენდუქიძის მხარდასაჭერად
აქცია პროკურატურასთან ბენდუქიძის მხარდასაჭერად

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ის შეეცდება აუხსნას პროკურორს, რომ ეს იყო არა პრივატიზაციის არამედ განათლების ძალიან კონკრეტული პროექტი.

 

“უნივერსიტეტი, რომელიც გაფარჩაკებული, გაპარტახებული, განადგურებული და კორუმპირებული იყო, სასოფლო უნივერსიტეტიდან სულ ორ წელიწადში გარდაიქმნა თანამედროვე სტილის უნივერსიტეტად, რომელიც ახლა სტუდენტებში ყველაზე მოთხოვნადია. ასევე არის მოგება რომელიც სახელმწიფომ ნახა ამ გარიგებით, რომელიც დაახლოებით 25 მილიონ ლარს შეადგენს. ამას ყოველწლიურად ემატება სამი მილიონი ლარი, რომელიც უნივერსიტეტს სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებად ჰქონდა”,- განაცხადა შაშკინმა. 

 

შაშკინმა დადებითად შეაფასა კახა ბენქუძის მუშაობა აგრარულ უნივერსიტეტში. 

 

“მას რომ დანეგრია აგრარული უნივერსიტეტი  და კორპუსები აეშენებინა და გაეყიდა, მაშინ მე დავეთანხმებოდი პროკურატურის აზრს, რომ შეიძლება სხვა ფაქტს ჰქონდა ადგილი. მაგრამ მათ არათუ დაანგრიეს, გაარემონტეს უნივერსიტეტი. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც არავინ საუბრობს, ის დათანმხდა იმაზე, როდესაც შეთანხმება მოხდა მთავრობასთან, რომ ნებისმიერი მოგება მომავალში, 30, 40 წელიწადში, რომელსაც უნივერსიტეტი მიიღებს, დარჩება უნივერსიტეტში და ბენდუქიძეს არ შეუძლია წაიღოს სახლში. მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება არგუმენტი იურისტებისთვის და პროკურორებისთვის”,- განაცხადა შაშკინმა.

 

 

პროკურატურის წინ კახა ბენდუქიძის მხარდასაჭერად 11 საათიდან აქცია იმართება. 

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დიმიტრი შაშკინი და კახა ბენდუქიძე მოწმის სახით დღეს, 11 საათზე იყვნენ დაბარებული. პროკურატურა აგრირული უნივერსიტეტის მფლობელ კახა ბენდუქიძეს უნივერსიტეტი იმაზე დაბალ ფასად შეძენაში ედავება, ვიდრე მისი საბაზრო ღირებულება იყო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი