ახალი ამბები

ბარაკ ობამა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს

18 მარტი, 2014 • • 1318
ბარაკ ობამა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს

 

“დღეს მე ვაანონსებ მიღებული ზომების სერიას, რომელიც რუსეთის და იმ პირების პასუხისმგებლობის ფასს გაზრდის, ვის გამოც უკრაინაში ასეთი მოვლენები ვითარდება.

 

პირველი: მე ორი კვირის წინ ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც ჩვენ დავუწესეთ სანქციები იმ ინდივიდუალურ პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან უკრაინის სუვერენიტეტეს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მთავრობას.

 

მეორე, მე ხელი მოვაწერე ახალ აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც სანქციების არეალს აფართოებს. პირველი ნაბიჯის სახით ჩვენ სანქციებს ვუწესებთ რუსეთის ოფიციალურ პირებს, ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთში შეიარაღების სექტორში ოპერირებენ და ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მატერიალურად უზრუნველყოფენ.  თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინის საქმეებში ჩარევას, ჩვენ მზად ვართ, რომ უფრო მეტი სანქციები დავაწესოთ. 

 

მესამე, ჩვენ მჭიდრო კონსულტაციებს ვაგრძელებთ ევროპელ პარტნიორებთან, რომლებმაც დღეს ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხში ასევე წინ წაიწიეს. დღეს ვიცე–პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ევროპაში მიემგზავრება, სადაც ნატოში ჩვენს პარტნიორებს შეხვდება – პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი. ევროპაში მე მომდევნო კვირას გავემგზავრები. ჩვენი მესიჯი ძალიან მკაფიოა. როგორც ნატოს მოკავშირეები, ჩვენ გვაქვს ძლიერი ვალდებულება კოლექტიური თავდაცვისთვის და ჩვენ დავიცავთ ამ ვალდებულებას.

 

მეოთხე, ჩვენ გავაგრძელებთ მცდელობას, რომ ავუხსნათ რუსეთს: შემდგომი პროვოკაციები არანაირ შედგს არ გამოიღებს გარდა იმისა, რომ რუსეთის იზოლაცია მოხდება, მსოფლიოში მისი ადგილი შემცირდება. რუსეთის სამხედრო ინტერევნციის გაგრძელება უკრიანის ტერიტორიაზე რუსეთის დიპლომატიურ იზოლაციას გააღრმავებს და რუსეთის ეკონომიკას ძლიერად დააზრალებს”,  – განაცხადა ობამამ.

 

თეთრი სახლის ვებგვერდის ცნობით, სანქციები შეეხება რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგნლებს, მათ შორის ლეონიდ სლუცკის, დიმიტრი როგოზინს, ვალენტინა მატვიენკოს. სულ საუბარია 13 ადამიანზე, მათ შორისაა ამჟამად რუსეთში მცხოვრები ვიქტორ იანუკოვიჩი.

 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გუშინ, 17 მარტს ხელი მოაწერა ბრძანებას ყირიმის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარების შესახებ. ზემოხენებულ ბრძანებაში პუტინი განმარტავს, რომ იგი ამ გადაწყვეტილებას ყირიმის რეფერენდუმის შედგების გათვალისწინებით იღებს. ბრძანება ძალაში მისი ხელმოწერისთანავე შედის. 

 

ამასთან, პუტინი დღეს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე რუსეთის ფედერალურ კრებას მიმართავს სიტყვით ყირიმის თაობაზე.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი