ახალი ამბები

მარგველაშვილი: ხელისუფლების დამოკიდებულება უმცირესობის მიმართ ევროპულ ყაიდაზეა ორიენტირებული

21 თებერვალი, 2014 • • 897
მარგველაშვილი:  ხელისუფლების დამოკიდებულება უმცირესობის მიმართ ევროპულ ყაიდაზეა ორიენტირებული

გიორგი მარგველაშვილმა დეპუტატებს საქართველოს განვითარების ხედვა გააცნო:


“დღეს ჩვენი მიზანია ავაშენოთ ქართული სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეებისათვის. ასეთ საქართველოს მე ვხედავ, როგორც თავისუფლების, მრავალფეროვნებაში ერთიანობის, ტოლერანტობის, შესაძლებლობათა, შემოქმედების, შრომის, თანხმობის, სოლიდარობის ტრადიციებზე დაფუძნებულ ქვეყანას. მე მხოლოდ ფორმალურ ტრადიციებზე არ ვსაუბრობ, არამედ ტრადიციათა იმ სულზე, რომელიც მთელი ჩვენი ქვეყნის ისტორიას გასდევს. ამ ტრადიციებად პროგრესისკენ სწრაფვას, განხლებას, აღორძინების დიდ ნიჭს მივიჩნევ.”

 

მარგველაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან სახელმწიფოს მთავარი ღირებულება გახდა ადამიანი, ინდივიდი. მისივე მოსაზრებით, ეს მთავარი ღირებულებაა, რომელზეც უნდა დაფუძნდეს ნებისმიერი სახელმწიფოს მშენებლობა, ხოლო ინდივიდს ყველაზე მეტად ესაჭიროება თავისუფლება:


“შეიცვალა დამოკიდებულება სიტყვის თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების მიმართ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მასმედიის გათავისუფლების თვალსაზრისით. ხელისუფლების დამოკიდებულება უმცირესობის მიმართ ნათლად ევროპულ ყაიდაზე არის ორიენტირებული. რაც მთავარია, 2013 წელს ჩვენ ჩავატარეთ რეალურად თავისუფალი, ევროპული სტანდარტის არჩევნები.”

მასალების გადაბეჭდვის წესი