საზოგადოება

“კატო მიქელაძის სახელობის პრემია” ქალთა უფლებების დამცველთათვის

28 ნოემბერი, 2013 • • 2140
“კატო მიქელაძის სახელობის პრემია” ქალთა უფლებების დამცველთათვის

ორგანიზატორების განცხადებით, პროექტის მიზანია, ხაზი გაესვას იმ მემკვიდრეობას, რომელიც ქართველ ფემინისტ ქალებს და უფლებედამცველებს გააჩნიათ.  

 

“ასევე, ეს არის მცდელობა  არ მიეცნენ დავიწყებას ის  ქალები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოში ქალთა უფლებების მოსაპოვებლად,”- ნათქვამია ქალთა ფონდს განცხადებაში. 

 

კატო მიქელაძის პრემია
კატო მიქელაძის პრემია

პრემია ყოველი წლის 29 ნოემბერს გადაეცემა ქალთა უფლებების დამცველ ერთ-ერთ აქტივისტს საქართველოში, რომელიც გამოვლინდება ქალთა ფონდის დირექტორთა და მრჩეველთა საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობით. 

 

კატო მიქელაძის პრემიის გამარჯვებულის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება კაფე „ფრონტლაინში“, სადაც ფილოსოფოსი, ქალთა უფლებების აქტიური დამცველი ლელა გაფრინდაშვილი ისაუბრებს კატო მიქელაძის როლზე ქალთა უფლებების დაცვის საკითხში.

 

ასევე, საუბარი იქნება პრემიაზე ნომინირებული აქტივისტების წვლილსა და დამსახურებაზე ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში. წელს პრემიაზე სამი კანდიდატია წარდგენილი: ეკა აღდგომელაშვილი (“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ დამფუძნებელი, ხელმძღვანელობს ქალთა (ლესბოსელ და ბისექსუალ) უფლებების პროგრამას),

 

მეგი ბიბილური, რომელმაც 2006 წელს ქართველი და ოსი ახალგაზრდების ერთობლივი ინიციატივით ჩამოაყალიბა არასამთავრობო ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი ქართლოსი”. 2008 წელს ორგანიზაციის აქტივისტებმა დიდი შრომა გასწიეს ომის შედეგად დაზარალებული, დევნილი ქალების დასახმარებლად. ქალთა საინფორმაციო ცენტრთან ერთად კოორდინაციას უწევს კოალიციის საქმიანობას. ქალთა მონაწილეობა პოლიტიკასა და კონფლიქტების მოგვარებაში.

 

თინათინ მესხი არასამთავრობო ორგანიზაციის „ჰელფინგ ჰენდ“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. მას განხორციელებული აქვს არაერთი წარმატებული პროექტი ქალთა უფლებების დაცვის, საგანმანათლებლო თუ სოციალურ სფეროებში. თინათინის ინიციატივით ჩამაყალიბდა „ლიდერ ქალთა კლუბები“ კონფლიქტურ რეგიონებში, ახალგორსა და გალში. „ჰელფინგ ჰენდ“ არის ინიციატორი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიებისა, რასაც ორგანიზაცია სისტემატურად ახორციელებს. თინა მუდმივად ჩართულია მოხალისეობრივ საქმიანობაში და ამ გზითაც აქტიურად ემსახურება სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს.

 

ღონისძიება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში იმართება.

 

კატო მიქელაძე მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტი, აქტივისტი და პუბლიცისტი იყო, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებელი და თავდადებული მებრძოლი ქალთა ემანსიპაციის მისაღწევად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი