ახალი ამბები

ტანვარჯიშის ფედერაციაში ბავშვის ცემის ფაქტზე სხდომა მიმდინარეობს

22 ნოემბერი, 2013 • • 1333
ტანვარჯიშის ფედერაციაში ბავშვის ცემის ფაქტზე სხდომა მიმდინარეობს

როგორც ფედერაციის ხელმძღვანელი კოტე ლაშხი აცხადებს, ამ წუთებში ყველა დეტალის გადამოწმება მიმდინარეობს და გავრცელებული ინფორმაცია გაზვიადებულია.

“ახლა მიმდინარეობს სხდომა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვამოწმებთ ყველა დეტალს- რა იყო და როგორ იყო, არის რაღაც უზუსტობები, ტვინის შერყევის ამბებია, ვიღაც თავისი ინიციატივით რაღაცას აბუქებს, უნდათ რაღაც ქულების დაწერა, ფუთავენ ასე, ამიტომ მე ვითხოვე დრო, ახლა მიდის სხდომა და როგორც კი დამთავრდება, დღის მეორე ნახევარში ჩვენ გვექნება გადაწყვეტილება მიღებული და ის მერე გაჟღერდება”, – აცხადებს კოტე ლაშხი.

საქმეში უკვე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტრო. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, პოლიციაში ფაქტის შესახებ შეტყობინება არ შესულა, თუმცა სამართალდამცავები საქმეში ფაქტის გახმაურების შემდეგ ჩაერთნენ:

“მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, სამართალდამცავები დაინტერესდნენ ამ ფაქტით, ისინი გამოკითხავენ ორივე მხარეს და იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, საქმე აღიძვრება. ამჟამად საქმე აღძრული არ არის”, – აცხადებენ შსს–ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი