ახალი ამბები

56 დევნილ ოჯახს ქარელში ბინა გადაეცა

20 ნოემბერი, 2013 • • 1073
56 დევნილ ოჯახს ქარელში ბინა გადაეცა

ქარელის მუნიციპალიტეტში, ყოფილი პროფესიული სკოლის შენობის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით განახორციელა. სამუშაოების საერთო ღირებულება1533366.80 ლარია.

 

“აღნიშნულ პროექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა. პროექტის ფარგლებში 56 საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია მოხდა. აქედან 34 ერთოთახიანი, 18- ოროთახიანი, 4- სამოთახიანი, მათ შორის, სამი ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაა სრულად ადაპტირებული. პროექტის განმავლობაში მშენებლობაზე 45 ადამიანი იყო დასაქმებული, საიდანაც 25 იძულებით გადაადგილებული პირი იყო”, – ნათქვამია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებაში.

 

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 10 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციას ახორციელებს. USAID-ის მიერ პროექტის განსახორციელებლად, საერთო ჯამში, 11,982,688.23 ლარია გამოყოფილი.  პროექტის დასრულების შედეგად, დევნილებისთვის 10 საცხოვრებელი კორპუსი და 335 ბინა მოეწყობა.

 

პროექტის ფარგლებში უკვე გაიხსნა რეაბილიტირებული შენობები ქუთაისში, წყალტუბოში, ვანსა და მარნეულში.

საცხოვრებელი სახლი დევნილებისთვის
საცხოვრებელი სახლი დევნილებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი