ახალი ამბები

აქცია “წითელი ზონის” მხარდასაჭერად [ვიდეო]

29 ოქტომბერი, 2013 • • 1023
აქცია “წითელი ზონის” მხარდასაჭერად [ვიდეო]

აქციის მონაწილეებმა, გადაცემის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლის მიუხედავად, მაინც საჭიროდ მიიჩნიეს აქციის მოწყობა, წითელი ფურცლებითა და ტრანსპარანტებით “საპატრიარქოს ტელევიზია ისედაც გვაქვს,” “წითელი ზონა VS წითელი ცენზურა.”

 

აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძეც მივიდა და თამაზ ტყემალაძე გააკრიტიკა. 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტყემალაძემ განაცხადა, რომ გადაცემა ფინანსური პრობლემების გამო იხურებოდა. მოგვიანებით კი თავდაპირველი ნათქვამი უარყო და თქვა, რომ გადაცემა ჩვეულებისამებრ გავა ეთერში.

 

“წითელი ზონა” საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “რადიო თავისუფლების” ერთობლივი პროექტია, რომელიც მაუწყებლის ეთერში 22:30 საათზე გადის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი