ახალი ამბები

ლაფანყურის სპეცოპერაციის შემსწავლელი კომისია მუშაობას მიმდინარე კვირაში დაიწყებს

21 ოქტომბერი, 2013 • • 1217
ლაფანყურის სპეცოპერაციის შემსწავლელი კომისია მუშაობას მიმდინარე კვირაში დაიწყებს

ნანაუშვილის თქმით, კომისია მისი ინციატივით შეიქმნა და მუშაობის დასრულების შემდეგ დადებს დასკვნას, რომელიც სარეკომენდაციო სახიათის იქნება. მისი თქმით, კომისია სახალხო დამცველის ოფისთან იქნება დაფუძნებული.

 

ნანუაშვილის თქმით, კომისიის მიზანია ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ახალი დეტალების გამოვლენა და საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა. 

 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოძიება კვლავ გაჭიანურებულია და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა შეისწავლა გამოძიებამ ამ ერთი წლის განმავლობაში. 

 

“ამიტომაც კომისიის მიზანია გამოავლინოს ახალი დეტალები ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით,”- განაცხადა ნანუაშვილმა. 

 

ნანუაშვილი ამბობს, რომ კომისიის წევრები სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავროებო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან.

 

“იქნება პანკისის თემის წარმომადგენლები, რომლებიც დამთანხმდნენ ამ საბჭოში მუშაობაზე,”- განაცხადა ნანუაშვილმა. 

 

ლაფანყურის სპეცოპერაცია 2012 წლის 28-29 აგვისტოს განხორციელდა, რომლის შედეგადაც, შსს-ს ინფორმაციით, 14 ადამაინი დაიღუპა. მაშინდელი ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაციის მიზანი ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების ლიკვიდაცია იყო, რომლებმაც ლოპოტის ხეობაში მცხოვრები 5 ადამიანი გაიტაცეს. 


ოფიციალური ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოების ნაწილი, მთავრობის ცვლილების შემდეგ მიმდინარეობს ამ საკითხის გამოძიება, რაც ამ დრომდე არ დასრულებულა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი