ახალი ამბები

ბიუჯეტის განხილვა ჯანდაცვის კომიტეტში

10 ოქტომბერი, 2013 • • 1197
ბიუჯეტის განხილვა ჯანდაცვის კომიტეტში

კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია:

 

“დღეს წარმოდგენილი იყო მთავარი საფინანსო დოკუმენტი, სადაც მნიშვნელოვნად გაზრდილი არის სოციალური საკითხების მომსახურების და ასევე ჯანდაცვის კუთხით დაფინანსება. წარმოდგენილია 2, 7- მილიარდიანი ბიუჯეტი. არსებულ ბიუჯეტთან შედარებით მატება არის 355 მილიონი ლარი. სოციალურ საკითხებში გაწერილი არის 575 მილიონი ლარი, ეს 90 მილიონით მეტია, ვიდრე არსებული. ასევე, საპენსიო უზრუნველყოფისათვის თითქმის 180 მილიონით არის გაზრდილი ბიუჯეტი.”

 

რაც შეეხება შენიშვნებს, სახელმწიფო საავადმყოფოების რეაბილიტაციისთვის და აღჭურისთვის გამოყოფილი თანხების რაოდენობამ კომიტეტი არ დააკმაყოფილა:

 

“კლინიკების რეაბილიტაციისა და აღჭურვისთვის გათვალისწინებულ ბიუჯეტში მხოლოდ 3,5 მილიონი ლარის მატება არის და, ვფიქრობ, ეს ძალიან ცოტაა. ჩვენ ვახორციელებთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და ვფიქრობ, რომ კლინიკების რეაბილიტაცია და აღჭურვა მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მზად შეხვდეს პროგრამას კლინიკების ნაწილში სახელმწიფო. ამიტომ ჩვენ მოვითხოვეთ ამ საკითხის გადახედვა და, ვფიქრობ, სამინისტრო გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნას. თუ რა რაოდენობის თანხაა საჭირო, ეს დათვლადია.”

 

აღნიშნული მოთხოვნის საპირისპიროდ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილი ამბობს, რომ თანხა საკმარისი არასოდეს იქნება:

 

“საკმარისი თანხები არასოდეს იქნება, მოთხოვნა და მოთხოვნილება გაცილებით მეტია, ვიდრე ამის რეალური შესაძლებლობა იარსებებს დროის კონკრეტულ მომენტში. ჩვენ ეტაპობრივად ვფიქრობთ დაფინანსების გაზრდას და ამ მიმართულებით თანხების მიმართვას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი