2013.12.09

10 დეკემბერი – ანონსი

10 დეკემბრისთვის დაგეგმილი ღონისძიებების ანონსი: 

10:00 - ოჯახში ძალადობის შესახებ გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით შესრულებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართება. მის: სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი.

 

11:00 - იუსტიციის სამინისტროში, იუსტიციის სასწავლო ცენტრი 7 რეგიონალურ სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. მის:გორგასლის ქ. № 24 ა.

 

11:00 - პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ინიციატივით ეწყობა კონფერენცია - "დაბრუნებულ ემიგრანტთა რეინტეგრაციის პოლიტიკა“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ხელისუფლებისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისი, იუსტიციის სახლის საკონფერენციო დარბაზი (სანაპიროს ქუჩა N2).

 

11:00 – სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც წარმოადგენს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის ანგარიშს.

 

11:00 – სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ანტიკორუფციული საბჭოს სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.

 

12:00 – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს, სადაც საიას თავმჯდომარე, კახა კოჟორიძე, ისაუბრებს იმ უფლებებზე, რომელთა რეალიზაცია წლის განმავლობაში ყველაზე პრობლემური იყო. პრესკონფერენცია გაიმართება საიას ოფისში (ჯ.კახიძის, ყოფილი კრილოვის #15).

 

12:00 –სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ახალი ანგარიშის „სოფლის მეურნეობა - გამოწვევები და მიმდინარე პოლიტიკა“ პრეზენტაცია.

 

12:00 – ”ევროპის სახლში” (თავისუფლების მოედანი, შ.დადიანის ქ. 2/1) საქართველოს ეროვნული პლატფორმის ინიციატივით და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდება კონფერენცია „საქართველოს ეროვნული პლატფორმა - რეფორმებით ევროინტეგრაციისკენ".

 

 12:00 - პრაიმტაიმის პრესკლუბში მამუკა არეშიძე პრესკონფერენციას გამართავს თემა: თვითმართველობის კოდექსი და უკრაინაში განვითარებული მოვლენები. მის: კოსტავას ქ. 68, მეორე კორპუსი, III სართული.

 

12:30 სთ-ზე - “პირველ პრესკლუბში” ლევან გოგიჩაიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მოშიმშილე პატიმართა მდგომარეობა. 

 

13:00 – არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის განვითარება“ კავკასიურ კონფლიქტებზე და ჩერქეზეთა გენოციდის საკითხზე აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ოლიმპიადის სოჭში ჩატარებასაც გააპროტესტებენ. აქცია ჩატარდება გმირთა მოედანზე.

 

13:00 - პრაიმტაიმის პრესკლუუბში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ხათუნა ოჩიაური თვითმართველობის კოდექსთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მის: კოსტავას ქ. 68, მეორე კორპუსი, III სართული.

 

13:00 სთ-ზე - ”პირველი პრესკლუბის” სტუმარი ექსპერტი საგარეო საკითხებში გიორგი რუხაძე იქნება. თემა: უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. მისამართი: წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული.

 

13:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში მოქალაქეების ჯგუფი, რომელიც ამ დღეების განმავლობაში უკრაინისადმი სოლიდარობის აქციებში იყო ჩართული, საგანგებო ბრიფინგს  გამართავს: "ჩვენი და თქვენი თავისუფლებისათვის" - ასეთი სახელწოდების აქციაა დაგეგმილი თბილისში 11 დეკემბერს.

 

13:30 სთ-ზე - ”პირველ პრესკლუბში” ჟურნალისტების შეკითხვებს საია-ს ადვოკატი ანა ნაცვლიშვილი უპასუხებს. თემა: მოშიმშილე პატიმართა მდგომარეობა. მისამართი: წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული.

 

14:00 – საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში სტუდემტური მოძრაობა "ანტიპოდები", საქართველოს უნივერსიტეტის და თსუ-ს სტუდენტები უცხადებენ სოლიდარობას უკრაინის ხალხის პროტესტს. ბრიფინგზე სტუდენტები 11 დეკემბრის აქციის დეტალებს გაახმაურებენ. მის: კოსტავას ქ. 68, მეორე კორპუსი, III სართული.

 

14:00 სთ-ზე - ”პირველი პრესკლუბში” ”ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა” უკრაინის მხარდასაჭერად პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული.

 

14:00 – თბილისში სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ საკონფერენციო დარბაზში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მუშაობის ერთი წლის ანგარიშს წარადგენს.

 

16:00 - „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ ატარებს დისკუსიას თემაზე: „აღკვეთის ღონისძიებები - კანონმდებლობა და პრაქტიკა“ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მოსამართლეები, ადვოკატები და პროკურორები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ღონისძიება გაიმართება ორგანიზაციის ოფისში შემდეგ მისამართზე: გალის ქუჩა 10ა, თბილისი.