ახალი ამბები

ლევან ვასაძე თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანიის ერთ–ერთი დამფუძნებელია

30 სექტემბერი, 2013 • • 2087
ლევან ვასაძე თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანიის ერთ–ერთი დამფუძნებელია

ლევან  ვასაძემ ჟურნალისტებს დღეს, “შერატონ მეტეხი პალასში” ფონდის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა, რომ მმართველი კომპანიის თანადამფუძნებელთაბ ერთად ის ფინდის მრჩეველთა საბჭოს წევრადაც მოიაზრება.

 
“თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს სრული შემადგენლობა ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა მზად ვარ ფონდს შეძლებისდაგვარად დაეხმარო. რითაც შემეძლება, დავეხმარები ამ საჭირო საქმეში. ინვესტორებს შორის არ გახლავართ, რადგან როგორც ბიზნესმენი ცალკე ვმუშაობ. რაც შეეხება თანაინვესტირების ფონდს, ეს ძალიან დიდი საქმეა. ეს არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება და ეკონომიკას გააჯანსაღებს”- განაცხადა ლევან ვასაძემ.  

 

ლევან ვასაძის განცხადებით, თანაინვესტორების ფონდის მმართველი გუნდი პატიოსანი და კვალიფიციური პროფესიონალებისაგან შედგება. 

 

ფონდის კაპიტალი დღეის მდგომარეობით არის 6 მილიარდი დოლარი და ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა ფონდის კაპიტალში 15%-ია, ანუ- 900 მილიონი დოლარი. ფონდი დააფინანსებს ქართველ და უცხოლ ინვესტორებს.

 

ფონდში ინვესტიციების კუთხით, ბიძინა ივანიშვილის გარდა, თანამონაწილეობს “დაბი ჯგუფი”, რაკია (RAK Investment Authority), აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო ფონდი (State Oil Fund of the Republic of Azerbaijan), კომპანია ყაზტრანსოილის წარმომადგენელი კომპანია – ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი (Batumi Industrial Holding Limited), ჩალიკ ჰოლდინგი (Calik Holding A.S), მაილსთოუნ ინთერნეშენალ ჰოლდინგი (Milestone International Holdings Group Limited), ალექსანდრე მაშკევიჩი, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი