ახალი ამბები

ივანიშვილი: სამართლიანობის აღდგენის დაპირებას პასუხისმგებლობით ვექცევი

25 სექტემბერი, 2013 • 1077
ივანიშვილი: სამართლიანობის აღდგენის დაპირებას პასუხისმგებლობით ვექცევი

“ეს იყო ძირითადი ჩვენი დანაპირები, რასაც საზოგადოებას ვპირდებოდით, და დღესაც პასუხისმგებლობით ვექცევი ამ დაპირებას და გავაანალიზოთ, სად ვართ დღეს ამ მიმართულებით, ვასრულებთ თუ არა, შესრულების პროცესი გრძელდება, მე ვფიქრობ, რომ ძირითადი ნაწილი შესრულებულია, დანარჩენი არის პროცესში,”- განაცხადა ივანიშვილმა. 

 

მისივე თქმით, პოლიცია და პროკურატურა აღარ ძალადობის მოქალაქეებზე და ესეც, პრემიერის თქმით, სამართლიანობის აღდგენაა.

 

“ის, რომ ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ პოლიცია და პროკურატურა ვეღარ მძლავრობს მოქალაქეებზე უკანონოდ, მგონია, რომ ამაზე პრეტენზია არ გაქვთ. ეს შიში საზოგადოებაში ჩაქრა. ის შიში საზოგადოებაში, რომ ნებისმიერი შეიძლება დაარბიონ, წაართვან და გაუშვან ციხეში, ეს პროცესი ჩვენი მოსვლის შემდგომ დასრულებულია. ეს არის დიდი ნაწილი იმ სამართლიანობის აღდგენის. მეორე ნაწილი- ის, ვინც უნდა დაისაჯოს. სამართლიანობის აღდგენაში შედის ის, რომ მათ პასუხი უნდა მოეთხოვოთ, ვინც არღვევდა კანონს. ვინ დაისაჯა და ა.შ. შემოვიტოვოთ ბოლოსთვის. ყველაზე რთული და მძიმე პროცესია წართმეულ ქონებასთან დაკავშირებით, 9700 არის მხოლოდ “ჩუქება”, იძულებით ჩუქება. ერთ-ერთი ფორმა საკუთრების წართმევის, 1000 -ობით და 10 000- ობით სხვა ფორმებით წართმეული შემთხვევები.  აქ სახელმწიფოა ამ ქონების გამტარი, ეს არის ყველაზე რთული პრობლემა, რაც დაგვხვდა.”

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თავის ბიზნეს–ცენტრში ექსპერტებს ხვდება. შეხვედრას ათადე ექსპერტი ესწრება, მათ შორის- რამაზ საყვარელიძე, სერგი კაპანაძე, კახა კახიშვილი, ალექსანდრე რონდელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი