ახალი ამბები

ვის დაკითხვას გეგმავს პარლამენტის საგამოძიებო კომისია ტელეკომპანია ‘ალანიას’ საქმეზე

16 სექტემბერი, 2013 • • 1240
ვის დაკითხვას გეგმავს პარლამენტის საგამოძიებო კომისია ტელეკომპანია ‘ალანიას’ საქმეზე

დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრები  ტექნიკურ საკითხებს განიხილავენ. როგორც დროებითი საპარლამენტო  საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი ამბობს, დღევანდელი შეკრება მოსამზადებელ ხასიათს ატარებდა:

” დეტალურად იქნება განხილული ის საკითხები, რომელზეც მსჯელობა მთელი კვირის განმავლობაში იგეგმება. კომისიის წევრებს უნდა გავაცნოთ დეტალური ინფორმაცია, თუ რა საკითხების განხილვა იქნება კვირის განმავლობაში. წინა კვირაში კომისიამ დასაკითხი ადამიანების სია შეადგინა, მაგრამ ჯერ არ დაგვიდგენია რიგითობა, ვინ ვის შემდეგ დაიკითხება. სულ, ჯამში, 50 ადამიანზე მეტია დასაკითხი. ოთხშაბათს კი სხდომა მთლიანად დაეთმობა ტელეკომპანია ,,ალანიას“ საქმეს. ყველა ის პირი დაკითხება, ვინც ამ ტელევიზიის საქმიანობასთან არის დაკავშირრებული. მაშინ, როცა სხვა ტელევიზიები, რომელბიც, ასე რომ ვთქვათ, ,,არასწორი“ პოზიციის მატარებელი იყო, ჯარიმდებოდა, ტელეკომპანია ,,ალანია“ და ,,საქართველო“ საერთოდ ქაღალდზეც კი არ არსებობდა“-აცხადებს თინა ხიდაშელი. საგამოძიებო კომისიის საჯარო შეხვედრების ფორმატში იგეგმება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისის წარმომადგენლების, მათ შორის დეპუტატ დავით ბეჟაშვილის დაკითხვა.”

 

მისივე თქმით, ტელეკომპანია “ალანიას” საქმესთან დაკავშირებით კიდევ 5 პირის დაკითხვა იგეგმება.

 

“ალანიასთან” დაკავშირებით დავამეტეთ 5 პირი. ეს არის “ალანიას” მაშინდელი ხელმძღვანელი ბატონი ფარულავა, ბატონი თათუშვილი ირაკლი, თუ გვარი არ მეშლება, გიორგი ჯაფარიძე, ასევე “ლიბერთის ბანკის’ მაშინდელი ხელმძღვანელი, რადგან იქ ჰქონდათ ფართი ნაქირავები, და უნდა გავარკვიოთ, რა ფორმით ხდებოდა ეს. უნდა გავარკვიოთ, რა ფორმით ხდებოდა ეს ურთიერთობები”, – განაცხადა მან.

 

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული  კომისიის  საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა
კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა

მასალების გადაბეჭდვის წესი