ახალი ამბები

26 სკოლაში 16 სექტემბერს სასწავლო პროცესი არ დაიწყება

15 სექტემბერი, 2013 • • 1062
26 სკოლაში 16 სექტემბერს სასწავლო პროცესი არ დაიწყება

განათლებისა  და მეცნიერების სამინისტროს მიერ  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საჯარო სკოლებში სწავლის დაწყების შეფერხების მიზეზი  სკოლებში დაუსრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები გახდა:


“გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო  სამუშაოები არ არის დასრულებული. შესაბამისად, ამ საჯარო სკოლებში სწავლა ერთი ან ორი კვირით გადაიდება. ასეთი სკოლის მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაცია ინდივიდუალურად დაუკავშირდა”


სამინისტროს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, სულ 26 სკოლაა, სადაც სწავლის დაწყება დაგვიანდება, თუმცა კონკრეტული სიის მოწოდება ამ დროისთვის ვერ შეძლეს. 


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ ტელეკომპნია “მაესტროსთის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ხვალ ყველა მოსწავლე  მიიღებს სახელმძღვანელოებს უფასოდ:


“დარიგება სკოლებში დასრულებულია, შიდა გადანაწილებაც დღეს უკვე მთავრდება, შესაბამისად, ყველა სკოლა მზად არის, რომ მიიღოს მოსწავლეები და მათ უფასო სახელმძღვანელოები გადასცეს”– განაცხადა სანიკიძემ. 


მისივე თქმით, ყველა ბავშვი ახალ სახელმძღვანელოს მიიღებს და გამოყენებული წიგნები, რომლებიც სამინისტროს აქვს სისტემაში ჩაშვებული, არ არის:


“ეს სახელმძღვანელოები წარმოადგენს რეზერვს, იმისათის, რომ თუ მისი გამოყენებბის საჭიროება გაჩნდება, ეს რესურსი არსებობდეს”. 


2013 წლის 16 სექტემბერს სულ 44 758 მოსწავლე წავა პირველად სკოლაში, აქედან 40 468 საჯარო სკოლის მოსწავლეა, ხოლო კერძო სკოლაში  4 290 პირველკლასელი ისწავლის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი