ახალი ამბები

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: გინება არ ზის ქართულ ხასიათში (ვიდეო)

13 სექტემბერი, 2013 • • 1216
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: გინება არ ზის ქართულ ხასიათში (ვიდეო)

 

ბერიძის განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭო ადეიშვილის ზემოხსენებულ კომენტარს ემიჯნება:

 

“ბათუმის თვითმმართველობის მიერ ჩატარებულ ბათუმობის დღესასწაულზე, კარგ და საჭირო ღონისძიებაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მიწვეული ვიყავით როგორც სტუმრები და გაზეთში ნეგატიურ კონტექსტში გამოქვეყნებულმა ფოტოსურათმა გამოიწვია უმაღლესი საბჭოს თანამშრომლის არაადეკვატური რეაქცია. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია და თანამშრომლები, რა თქმა უნდა, ვემიჯნებით უხეშობას, თავხედობას და ბილწისტყვაობას. ასეთი ქმედებები არაა დამახასიათებელი ჩვენთვის, განსაკუთრებით მიუღებელია გინება პირადად ჩემთვის როგორც საქართველოს მოქალაქისათვის. გინება მიუღებელია, ჩვენ არ გვახახიასათებს, ეს არ ზის ქართულ ხასიათში, არ ზის ჩვენს ზნეობაში. აქედან გამომდინარე ჩვენ, რა თქმა უნდა, ვემიჯნებით ყოველგვარ უხეშობასა და ბილწისტყვაობას, გინებას გამოთქმულს საჯარო მოხელის მხრიდან, მიუხედავად იმისა, იგი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს თუ სახლში ისვენებს. ჩვენ დავიწყეთ ადმინისტრაციული წარმოება ამ აღნიშნულ ფაქტზე და ვფიქრობთ, რომ ადმინისტრაციული წარმოება გამოავლენს ყველა ნიუანსს და სამართალი პურს ჭამს”, – აცხადებს ბერიძე.

 

“ბათუმელების” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ “ბათუმობის” დღესასწაულისთვის ბიუჯეტიდან 240 249 ლარი დაიხარჯა. აქედან  30 ათასი ლარი ოფიციალურ ვახშმებს მოხმარდა:  17 ათას ლარად 300 ადამიანზე გათვლილი ვახშამი შედგა  სასტუმრო “ინტურისტის” რესტორანში, ხოლო 4 530 ლარი დაიხარჯა 120 ადამიანზე გათვლილ ვახშამზე  რესტორან “აჭარულ სახლში”. ვახშმებზე მიწვეულები იყვნენ აჭარის მთავრობის,  ბათუმის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, აჭარის მინისტრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და რუსეთიდან მოწვეული ბიზნესმენები.  აღნიშნული სტატიის გამო აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის პრესსამსახურის თანამშრომელმა, კობა ადეიშვილმა თავისი უკმაყოფილება სოციალური ქსელით ღიად გამოხატა. მან გაზეთ “ბათუმელების” მიმართ უცენზურო და სიძულვილის შემცველი კომენტარები გააკეთა. უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი ფეისბუქის ღია ჯგუფში გაზეთ „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიის ლინკს აზიარებდა და წერდა:

 

„რა კავშირი აქვს ამ ღონისძიებასთან აჭარის უმაღლეს საბჭოს? მაგრამ რატომღაც „ბათუმელები“ ცდილობს კავშირების გავლებას კი არა, მთავარ დამნაშავედ წარმოაჩინოს უმაღლესი საბჭო. შემიძლია ამ სტატიიდან გამომდინარე დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს გამომცემლობა არის სრულიად ტენდენციური. პასუხს ვაგებ ყველა ჩემს სიტყვაზე. მკიდია თუ თმენის ვალდებულება მაქვს. ეს თქვენ იდარდეთ. მიჩივლეთ, მო…ნთ პატრონი“.

 

შემდგომ დიალოგში უმაღლესი საბჭოს თანამშრომელმა შეურაცხყოფა მიაყენა გაზეთს და ჟურნალისტები ქვეყნის მტრად მოიხსენია. ჩინოვნიკი, ასევე, ღირსების შემლახავი გამონათქვამებით და სიტყვებით მოიხსენიებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და სექსუალურ უმცირესობებს.

 

ინტურისტში გამართული ვახშმისთვის 17 ათასი ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან
ინტურისტში გამართული ვახშმისთვის 17 ათასი ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი