ახალი ამბები

მეტი სექსი მეტი ჯანმრთელობისთვის

5 სექტემბერი, 2013 • • 8461
მეტი სექსი მეტი ჯანმრთელობისთვის

“თქვენი სექსუალური ჯანმრთელობა საერთო ჯანმრთელობის სურათს აჩვენებს”– აცხადებს იან კერნერი, სექს კონსულტანტი და ავტორი წიგნისა “ქალი პირველია”.

სექსი ეხმარება თქვენს გულს

 ძლიერი ერექცია ძლიერი გულზე მიანიშნებს. 2008 წელს ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ერექციული დისფუნქცია (ED) პირდაპირ უკავშირდება ცუდ კარდიოვასკულარულ ჯანმრთელობას.

კვლევის ფარგლებში  2 300 მამაკაცი იკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ 58%, რომლებსაც დისფუნქცია აღენიშნებოდათ, ასევე კორონალური დაავადებების განვითარების მაღალ რისკს ატარებდნენ.

სექსი ამცირებს პროსტატის კიბოს რისკს

2004 წელს ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 29 000 მამაკაცს, რომელსაც თვეში 21–ჯერ ჰქონდა ეაკულაცია (სპერმის გამოყოფა) პარტნიორთან ან მის გარეშე, მნიშვნელოვნად ნაკლები რისკი ჰქონდათ პროსტატის კიბოს განვითარების, მათთან შედარებით, ვისაც ეაკულაცია თვეში 4–7 ჯერ ჰქონდათ.

სექსი აუმჯობებსებს თქვენს უნარებს სამსახურში

ანთროპოლოგმა ჰელენ ფიშერმა იკვლია და აღმოაჩინა, რომ რეგულარული სექსი აუმჯობესებს პრობლემების გადაჭრის უნარს სამსახურში და ზრდის კრეატიულობას.  იგი ასევე აუმჯობესებს თანამშრომლობის ხარისხს, რადგან წარმოქმნის დოპამინს და ოქსიტოცინს, იგივე ბედნიერების ჰორმონს ტვინში.

სექსი გეხმარებათ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად

შოტლანდიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც 3 500 ამერიკელი და ევროპელი ქალი მონაწილეობდნენ, ისინი 7–12 წლით ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ თავიან რეალურ ასაკთან შედარებით, 10 წლის ინტერვალით შემოწმების შემდეგ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ის მთავარი ფაქტორი, რაც კვლევის მონაწილეებს აერთიანებთ, ვარჯიშია, რასაც მეორე ფაქტორად მოსდევს რეგულარული სექსუალური ცხოვრება. კვლევის მონაწილეების უმეტესობას სექსი კვირაში 2–3 ჯერ ჰქონდათ.

სექსი ამსუბუქებს სტრესს

“ზუსტად ორგაზმამდე ქალები ხშირად ტრანსის მსგავს მდგომარეობაში გადადიან”– აცხადებს იან კერნერი, ტვინის ნაწილების გააქტიურება სტრესს ამსუბუქებს, ამიტომ კერნერი აცხადებს, უპირატესობა მიანიჭონ “კომფორტულ სექსს”, რომელიც ერთსა და იმავე დროს და ადგილას ხდება და პოზებიც ერთფეროვანია.

“შეიძლება ეს არ არის ჩამთრევი, მაგრამ ეხმარება ქალებს სწრაფად გადავიდნენ ღრმა რელაქსაციურ მდგომარეობაში”.

სექსი აღვიძებს ტვინს

იან კერნერის განცხადებით, რეგულარული “კომფორტული სექსის” პარალერულად, ასევე მნიშვნელოვანია რეგულარული რაოდენობა სექსის, რომელიც ფანტაზიას და მღელვარებას მოითხოვს.

“სექსუალური აღგზნება ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური აღგზნების კომბინაციის შედეგია, ჩვენ ხშირად ვკარგავთ ფსიქიკასთან დაკავშირებულ კომპონენტს, რომელიც წარმოსახვის სტიმულაციასთან კავშირშია”.

კერნერი ახალისებს არა მხოლოდ რეგულარულ კომფორტულ სექსს, ასევე სექსს, რომელიც კომფორტს და თავგადასავალს ერთად მოიცავს.

სექსისგან გამოწვეული სარგებლობა მხოლოდ ზემოთ აღნიშულით არ შემოიფარგლება, სექსი ასევე აუმჯობესებს ძილს, ადამიანებში იწვევს ბედნიერების შეგრძნებას და სხვა.

“როდესაც რეგულარული სექსით კავდებიან, საოცარია როგორ იცვლება ადამიანთა ცხოვრება უკეთესობისკენ. სექსი ხდება ინსპირაციის წყარო წონაში დაკლებისთვის, საკუთარი თავის მოვლისთვის, ადამიანები გრძნობენ კმაყოფილებას. სექსი თქვენს ჯანმრთელობას სხვადასხვა გზით ეხმარება”– აღნიშნავს იან კერნერი.

შენიშვნა: მასალა პირველად გამოქვეყნდა upwave.com–ზე, რომელიც ცხოვრების წესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს აშუქებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი