ახალი ამბები

ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს

30 აგვისტო, 2013 • 1338
ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს

ზურაბ ხარატიშვილი
ზურაბ ხარატიშვილი

ცესკოს თავმჯდომარე აგვისტოში თანამდებობიდან მოულოდნელად გადადგა და განაცხადა, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით  კონსულტაციებს მართავს. 

 

“ევროპელი დემოკრატების” ლიდერმა პაატა დავითაიამ 30 აგვისტოს, ხარატიშვილის მედიასთან წარდგენისას განაცხადა, რომ პოლიტიკური ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება, თუმცა, რადგანაც წინ მთავარი პოლიტიკური მოვლენა- საპრეზიდენტო არჩევნებია და კანდიდატებს დასარეგისტრირებლად  ვადა აქვთ, კანდიდატს კონსულტაციების დასრულებამდე წარადგენენ. 

 

ხარატიშვილი ცესკოში “ევროპელი დემოკრატების” კანდიდატად დარეგისტრირდება, თუმცა მას ასევე მხარს უჭერს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელიც ახალი პოლიტიკური ცენტრის სუბიექტია. 

 

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის 27 ოქტომბერს გაიმართება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი