ახალი ამბები

არჩილ ხაბაძის განცხადებით, ჯარიმებს მუსლიმი მრევლი გადაიხდის

30 აგვისტო, 2013 • 1057
არჩილ ხაბაძის განცხადებით, ჯარიმებს მუსლიმი მრევლი გადაიხდის

 

არჩილ ხაბაძემ მუსლიმ მრევლთან ბათუმის მეჩეთში შეხვედრის დროს განაცხადა, რომ საჯარიმო თანხებს პირადად გადაიხდიდა: „მე ვიღებ პასუხისმგებლობას და ამ თანხების კომპენსაციას მე მოვახდენ“ – განაცხადა მან 28 აგვისტოს.

 

თუმცა დღეს, პრესასთან საუბარში არჩილ ხაბაძემ სხვა რამ განაცხადა: „მე განვაცხადე, რომ ჩვენ გადავიხდით- მეთქი. „ჩვენში“ იგულისხმება მრევლი. რამდენიმე პირმა დადო სიმბოლური თანხა და პიროვნულად მეც დავდე“.

 

არჩილ ხაბაძის განცხადებით, საჯარიმო თანხების გადახდა აგრესიის შეჩერების მიზნით გადაწყვიტეს:

 

„ეს არის ჟესტი იმისა, რომ მაქსიმალურად შეგვეჩერებინა აგრესია, რადგან დაჯარიმებულები მიიჩნევდნენ, რომ ეს ჯარიმები იყო არასწორი. თანხა იმ გაჭირვებულებს გადაეცემათ, რომლებიც დაჯარიმდნენ. თუმცა, ვფიქრობ, რომ სამართლიანად დაეკისრათ, რადგან წინააღდმდეგობა გაუწიეს სამართალდამცავებს და უნდა დასჯილიყვნენ“.

 

არჩილ ხაბაძის განცხადებით, მთლიანობაში 8 400 ლარია გადასახდელი: „თანხა უკვე შეგროვებულია და ამ დღეებში ალბათ შეიტანენ იურისტები“.

 

მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე კი ამბობს, რომ მრევლის მიერ საჯარიმო თანხების შეგროვებასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არა აქვს.

 

ინცინდენტის დროს ექვს პირს 400- ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა შეუფარდეს,  სამ პირს კი, რომლებზეც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, 2 000 ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი