ახალი ამბები

მარგველაშვილის საარჩევნო კამპანია თავდაცვის მინისტრის მონაწილეობით

11 აგვისტო, 2013 • • 1003
მარგველაშვილის საარჩევნო კამპანია თავდაცვის მინისტრის მონაწილეობით

გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ალასანია. ფოტო: ქართული ოცნების პრესსამსახური
გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ალასანია. ფოტო: ქართული ოცნების პრესსამსახური

“ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი თავდაცვის მინისტრთან ერთად, ასევე, ეწვია სოფელ შინდისში, 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისთან დაღუპული გმირების ძმათა სასაფლაოს და ის გვირგვინით შეამკეს. სამთავისის და გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ, აგვსიტოს ომში დაღუპული 17 ჯარისკაცის საფლავზე მათი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.

 

პრეზიდენტობის კანდიდატსა და თავდაცვის მინისტრს თან ახლდნენ კოალიცია “ქართული ოცნების” აქტივისტები პარტიული ატრიბუტიკით. როგორც “სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარემ, ნინო ლომჯარიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, საარჩევნო კანონმდებლობა პოლიტიკური თანამდებობის პირს, ანუ მინისტრს, არ უზღუდავს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას, აღნიშნული შეზღუდვა ეხება მხოლოდ საჯარო მოხელეებს სამუშაო საათებში.

 

როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, არასამთავრობოების  მოთხოვნა იყო, რომ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვისაც შეზღუდული ყოფილიყო, თუმცა პარლამენტმა ეს არ გაითვალისწინა.

გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ალასანია. ფოტო: ქართული ოცნების პრესსამსახური
გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ალასანია. ფოტო: ქართული ოცნების პრესსამსახური

გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ალასანია. ფოტო: ქართული ოცნების პრესსამსახური
გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ალასანია. ფოტო: ქართული ოცნების პრესსამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი